"ტრაბზონსპორის" მღელვარება ჩაკვეტაძის გამო - გიორგის ინგლისური გრანდიც აკვირდება

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უკანასკნელ ხანს თურქული პრესის სატრანსფერო თემის "მთავარი პერსონაჟია".

პირველად ჩაკვეტაძის პერსონით "ტრაბზონსპორის" დაინტერესების შესახებ ინფორმაცია karadenizgazete-მ გაავრცელა და მას შემდეგ ლამის ყოველდღე ყველა მედიასაშუალება მასზე ახალ-ახალ ამბებს იუწყება. ამჯერად takvim-ის მიერ გამოქვეყნებულ მცირე წერილს გთავაზობთ:

"ტრაბზონსპორის" მღელვარება გიორგი ჩაკვეტაძის გამო

"გენტის" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატების სურვილმა "ტრაბზონსპორის" გულშემატკივართა მღელვარება გამოიწვია. გუნდის ფანებს ძალიან უნდათ, ქართველი თავიანთ გუნდში იხილონ. აი, რას წერენ ისინი კომენტარებში: "ჩაკვეტაძე მომავალში ვარსკვლავი გახდება", "მას დიდი პოტენცილი აქვს", "მოდით, არ გავუშვათ ხელიდან
ეს ქართველი მოთამაშე".

თუმცა, როგორც ირკვევა, ბელგიური კლუბი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ადვილად არ შეელევა.

ისიც საგულისხმოა, რომ ჩაკვეტაძეს "ტოტენჰემიც" აკვირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
პრესამ დატოვა სამუდამო პერსპექტიულ ფეხბურთელად. ნეტავ საშუალო დონის გახდეს, სხვას აღარ ვჩივით...........
სტალინი
23:43 01-05-2020
3
რანაირად აკვირდება აბა?
მიშა
21:19 01-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული