rtbf-ი წერს:
"შარლერუასთან" (3:1) გამარჯვებამ "ანდერლეხტის" მთავარ მწვრთნელ ვენსან კომპანის (ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ვარსკვლავი) გარკვეული შვება მისცა, რადგან სამ შეხვედრაში მოუგებლობის გამო ის წნეხში მოექცა.
უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ "სერენიც" ძალიან თავდაჯერებულია."
გამოცემა გუნდის ლიდერების - გიორგი მიქაუტაძისა და იარი ვერშაერენის ფოტოებს აქვეყნებს. 20 წლის ბელგიელი უეფამ გასული წლის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელებში დაასახელა. ბელგიის ნაკრების წევრს ეროვნულ ნაკრებში 2 საგოლე პასი აქვს, "ანდერლეხტის" რიგებში გასულ სეზონში
რაც შეეხება მიქაუტაძეს - გიორგის 7 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს და მის გაზრდას სათასო შეხვედრაშიც ეცდება.
მიქაუტაძეს ფეხები არ აჰკანკალებია - ბელგიური მედია "ჟორჟზე"
"ბომბარდირი და ლიდერი" - ნახეთ, როგორი შემართულია მიქაუტაძე გასახდელში [VIDEO]
მიქაუტაძე თავისას არ იშლის - არ გაგიკვირდებათ და ისევ გაიტანა [VIDEO]