სლუცკიმ "რუბინში" ხვიჩას ვერ მისცა ის, რაც სჭირდებოდა" - ცნობილი რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ორლოვის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ლუჩანო სპალეტისთან მუშაობის პერიოდში უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ეს "რუბინში" ლეონიდ სლუცკისთან მოახერხა.

"ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ანდრეი შევჩენკოსთან შედარება ნაადრევია. მას გაუმართლა, რომ იტალიაში საქართველოს გავლით ჩავიდა. "კვარას" სანაცვლოდ ფული ქართულმა მხარემ მიიღო და არა ჩვენმა აგენტებმა.

კვარაცხელია სიმაღლეში 5-7 სანტიმეტრით გაიზარდა, ბევრს დარბის, ძალიან სწრაფია და რაც მთავარია - მეტოქის მოტყუების არ ეშინია. ეს ქართველებმა კარგად იციან. შეგიძლიათ მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი გაიხსენოთ.
მათი ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა.

წავიკითხე, რომ "სიტი" მზადაა ქართველის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოა, "კვარამ" "ნაპოლი" არ უნდა დატოვოს, ის ნეაპოლში გმირია.

კვარაცხელია და ოსიმენი მოედანზე ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. ეს "იუვენტუსთანაც" გამოჩნდა, როდესაც ქართველმა ნიგერიელს ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა. სლუცკიმ "რუბინში" ხვიჩას ვერ მისცა ის, რაც მას სჭირდებოდა, მაგრამ, როდესაც ახალგაზრდა შემტევი სპალეტის ხელში აღმოჩნდა, მაშინვე გაუმჯობესება დაიწყო. ხვიჩამ თავისი ნიჭისთვის შესაფერისი მწვრთნელი იპოვა" - განაცხადა ორლოვმა.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "რუბინის" ღირსებას 2019/22 წლებში იცავდა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

altკვარაცხელიას "სალერნიტანასთან" თამაში საეჭვოა - იტალიური მედიის ინფორმაცია

altნორვეგიელები კვარაცხელიას უფრთხიან, ჩვენ - ჰოლანს - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

მკითხველის კომენტარები / 22 /
ბოლომდე ვერ დავეთანხმები, ორლოვს.ხვიჩა რუბინში,შესანიშნავი ტექნიკით და და დრიბლინგით მივიდა,ტალანტი აშკარად ჩანდა,მაგრამ მაშინ მასზე უკეთესად,იგივე პოზიციაზე,მისი ბავშვობის მეგობარი,ზურიკო დავითაშვილი ანდა და სლუცკის წინამორბედიც,მას ამჯობინებდა.სლუცკიმ მოსვლისთანავე,მასზე გადაიტანა აქცენტი.ვუყურებდი ხვიჩას თამაშებს და თვალდათვალ ვხედავდი,ყოველ რო-სამ თამაშში,ხვიჩას როგორ უცვლიდა ამოცანებს და სხვადასხვა ტაქტიკურ თუ ტექნიკურ მოქმედებების გაკეთებას ავალებდა.მთელი მისი სლუცკისთან მუშაობის პერიოდი,ამავე დროს სწავლის პერიოდიც იყო და მიუხედავად იმისა,რომ მსი თანაგუნდელები,ამის შესახებ უკმაყოფილონი იყვნენ,სლუცკი თავისას მაინც არ იშლიდა.თანდათან ხვიჩამაც ბრწყინვა დაიწყო და თანაგუნდელებს,მის მიმართ ნდობაც გაუჩნდათ,სტადიონზე მაყურებელმაც იმატა და რუბინის თამაში,უკვე სასიამოვნო საყურებელიც გახდა.თანაგუნდელებსაც თვალში მოუვიდათ ტექნიკური თამაში და საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმაც საკმაოდ მოუმატა ამ კომპონენტში.ზუსტად ასეთივე გავლენა იქონია ხვიჩამ,ბათუმშიც.ჯერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები,აგრესიულად ხვდებოდნენ,მას,ასევე გულშემატკივრებიც,მაგრამ თანდათან სხვებმაც დაიწყეს ტექნიკური,სანახაობრივი ფეხბურთის თამაში და ჩვენი ჩემპიონატი,ის რამდენიმე თვე,გაცილებით უფრო სანახაობრივი გახდა.ტრავმებმა,ხვიჩას სწავლების დამთავრებაში ხელი შეუშალა და რუბინიდან წამოსვლის დროს,აშკარა იყო,რომ მას კიდევ ბევრი რამე ჰქონდა სასწავლი,თუმცა ძირითადი ბაზა,მას უკვე ჰქონდა და სპალეტიმაც მისი სრულყოფა განაგრძო.დღევანდელი ხვიჩა,გაცილებით ძლიერია,თუნდაც ნახევარი წლის წინანდელ ხვიჩაზე,თუმცა ჯერ კიდევ სწავლობს და კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.სლუცკი ტყუილად არ ამბობს,რომ მას ჭერი არ აქვს,ყოველ შემთხვევაში,ის ჯერ არ ჩანს.შორს არ მგონია ის დრო,როცა სპალეტი,ხვიჩას ცენტრისაკებ შესწევს და შეტევების წარმართვა-დაგვირგვინებას დაავალებს.მისი სიმაღლის და უნარ ჩვევების პატრონს,იქ გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია და თვითონაც გაცილებით უფრო თავისუფლად იგრძნობს თავს.ორივე ფეხით კარგი დარტყმა,პასის მაღალი კულტურა,მოედნის ბრწყინვალე ხედვა,დრიბლინგი და სიმაღლე ხომ იდეალური ნაკრებია,10 ნომრის პოზიციისათვის.
სოსო
14:10 19-01-2023
3
სლუცკიმ თავისი საქმე გააკეთა და კვარას ვერაფერი მისცაო ნამდვილად ვერავინ იტყვის. ხოლო ის, რომ სპალეტი გაცილებით მეტს აძლევს ბუნებრივია რადგან ზოგადად სლუცკიზე ბევრად უკეთესი მწვრთნელია. თამაშის სტილით კვარა ყველაზე მეტად კაკას გავს და თანდათან ალბათ კარგი იქნება თუ კაკას მსგავს პოზიციაზე ათამაშებენ.
არტ
17:17 19-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული