"გუნდში ცუდი სიტუაციაა, "კვარას" და ოსიმენის უკმაყოფილება?" - რა თქვა დი ლორენცომ "ბოლონიასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ "ბოლონიასთან" (0:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. იტალიის ნაკრების განაპირა მცველის თქმით, საჭიროა ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ერთად ისაუბრონ.

"შედეგით ბედნიერი ვერ ვიქნებით, თუმცა ამაზე ფიქრისთვის დიდი დრო არ გვაქვს. რადგან 3 დღეში მორიგი მატჩი გველოდება. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.

"კვარა" და ოსიმენი შეცვლით უკმაყოფილო დარჩნენ? არის რაღაცები, რაც გასახდელში უნდა დარჩეს. ფაქტია, რომ გუნდში ჯანსაღი სიტუაცია არ არის და ეს უნდა გამოსწორდეს.

ყველანი შევიკრიბებით, ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც, სხვადასხვა თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ", - განაცხადა დი ლორენცომ.

მომზადებულია
Calcionapoli-ს მიხედვით.

altრუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

alt"კვარას" მაღალი შეფასება და შეცვლების გამო გულშემატკივრების უკმაყოფილება

altხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
დი ლორენცო მაგარი კაცია, სათქმელი თქვა, გამგები გაიგებს. ეს კაპიტანის სიტყვებია, მაგარი კაპიტნის. პირდაპირი მინიშნებაა გარსიას ცუდ საქციელზე. უნდა ისაუბრონ ჯიგარო, მაგრამ იცის როო გარსიამ საუბარი? ჟუნინიოს აზრით, არ იცის. მე მჯერა პარამბუკანოსი. გარსიას დიდი შეცდომაა კვარასთან დაჯახება, თუნდაც ეს ლაურენტისისგან მოდიოდეს. ნაპოლელებმა ძალიან კარგად იციან, თუ ვინ დაასრულა 32 წლიანი გვალვა მათ ქალაქში. ტიფოზები კვარას დაუჭერენ მხარს. კვარა მოიგებს ამ ომს გარსიასთან, ასე მგონია ფეხბურთელებიც გარსიას წინააღმდეგ წავლენ, ალბათ ძერბინის გამოკლებით. დი ლორენცო ასე უცებ არ იტყოდა ამას ჟურნალისტებთან, ეს ფაქტი რომ მხოლოდ წუხანდელ ფრეს უკავშირდებოდეს. გარსია უნდა წავიდეს და წავა კიდეც. თუ ლაურენტისი გაჯიუტდება, მაშინ სამწუხაროდ შარშანდელი ნაპოლისაგან აღარაფერი დარჩება. ასე ნალოლიავები გუნდი ერთი ხელის მოსმით გარსიას როგორ უნდა დააშლევინოს?!
ბმბ
17:29 25-09-2023
2
" არის რაღაცები, რაც გასახდელში უნდა დარჩეს"... დი ლორენცო. მაფიოზების ქვეყანა კია, მაგრამ ქურდულს შეეშვი.
გასახდელში საქმის გარჩევის დრო უკვე წავიდა! სათქმელი უნდა ითქვას და ხმამაღლა, თორემ ისე გამოდის (გარსიამ უკვე სცადა ეს ხვიჩასთან დაკავშირებით, როცა კვარა ძერბინით შეცვალა და "ვინც უკეთ ვარჯიშობს, იმას ვათამაშებო " - განაცხადა ), ყველა ცოდვის აკიდებას ხვიჩას უპირებენ. ერთი კარგი ფეხბურთელის თამაშს კვარა ფეხმოტეხილი ითამაშებს. თქვენ ივარგეთ, თქვენ! დაცვა გარღვეული, ნახევარდაცვა გაფარჩაკებული, თავდასხმა კავშირის ზონიდან გასული...ხვიჩა რომ ძველებურად აღარ ამარაგებს ოსიმენს დაღეჭილი საგოლე პასებით, რამეს აკეთებს? მთელი ამ უბედურების სათავე კი ფულით (უფრო, ფეხბურთელების ჯანით, სისხლით
და ოფლით) გაზულუქებული ლაურენტესია
ბესო
15:40 25-09-2023
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული