"ფეიენოორდი"-"დინამოს" შეხვედრას უკრაინელები განსჯიან

AutoSharing Option
8 აგვისტოს თბილისის "დინამო" უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას როტერდამში გამართავს.

ქართული გუნდი "დე კუიპზე" "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება და ამ შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 42 წლის სერჰი ბოიკო გახლავთ. მას ასისტენტობას ანდრი სკრიპკა და სემიონ შლონჩაკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ვიტალი რომანოვი იქნება.

მატჩი თბილისის დროით 21.30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიცით რო უშანსოთ ვართ მარა მაინც გვჯერა და გბეიმედება
giga
07 აგვისტო 2019 13:32
0
იქნება 1981წლის მსაჯობა მეორდება,ოღონდ პირიქით))რომანოვის რა გითხრათ, მაგრამ ბოიკო შლინჩაკის და სკრიპკას იმედი უნდა ვიქონიოთ.)) სხვა თუ არაფერი ობიექტური მსაჯობა მაინც იქნება,თუმცა შანსი პროსტო არ არსებობს. დინამო ერთ გოლს მგონია რომ გაიტანს. ფეინორდი თითქმის ყველა მატჩში გოლს უშვებს.
დავით 67
07 აგვისტო 2019 04:49
0
დინამოს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ თითქმის უშანსოდ ვააართ.
x.x
06 აგვისტო 2019 13:45
21
კახა... ესეცო ისე დაწერე ააკვს კიდევ რამე უპურატესობა?
L.J.
06 აგვისტო 2019 12:47
1
ესეც პატარა უპირატესობა მგონია ჩეენი!
kaxa
06 აგვისტო 2019 11:38
3
მახსოვრობა კაი გქონია, ცოტა რიცხვებშია შეცდომა 1-4 წავაგეთ მაშინ
ჰაჰა-S
07 აგვისტო 2019 10:09
0
ეს თუ იმ ძველი ბოიკოს შვილია, მაშინ თავბედი უნდა დავიწყევლოთ. მგონი სერგეი ერქვა, სულ იმასთან ჩხუბობდნენ ბიჭები მატჩის შემდეგ. მანუჩარას ერთხელ აქვს მაგარი ტრამვა მიღებული და ისიც მაგ ბოიკომ გაუკეთა. ამის გამო მანომ ვეღარ ითამაშა უნგრეთის მტკ-სთან უეფაზე. არ იყო არც ყიფიანი და მგონი არც შენგელია-გუცაევი (ან აქედან ერთი). არც ჩივაძე (ცოლი მოიყვანა მაშინ). 5:1 წავაგეთ თბილისში ვიღაც მტკ-სთან. მანო რომ მაინც გვყოლებოდა, ზუსტად ბურთის სათრევი თამაში იყო, არ წავაგებდით.
ჰაჰა
06 აგვისტო 2019 12:42
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული