თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
თუ ფიფია არ მოვაშორეთ როგორმე ფეხფურთს ბოლომდე ჩაიძირება ქართული ფეხბურთი, ყველა გზა უნდა ვცადოთ მაგის მოსაშორებლად
ქუთაისელი
20 აგვისტო 2020 15:35
0
ერთ-ორ დღეში პატ. ფიფია გამობრძანდება და გვცამცნობს ტრადიციად ქცეულ განცხადებას-რომ იწყება გუნდის ახლიდან მშენებლობა და ძლიერი ფეხბურთელების დამატება, აგვისტოში ხდება ხოლმე ეს ევროტურნირზე მორიგი ჩაფლავების შემდეგ.ნუთუ ამ ქვეყანაში არ მოიძებნება ერთი შეძლებული ადამიანი რომ შეისყიდოს დინამო და ძველი დიდება თუ არა საშუალო დონის გუნდათ აქციოს ევროსტანდარტებით, და ეს "ჭკლასის ვარსკვლავები" მოგვაშოროს!!!
ალეკსანდრე
20 აგვისტო 2020 13:51
0
ვინმე 555-მა კომენტატორებს შეეხო. მართალია! სრული არაპროფესიონალიზმი! ყველაფერზე ბაასობენ თამაშის მიმდინარეობის გარდა.
ეს სანდრო ცნობილაძე (გუშინ არ იყო, ვიცი), ხომ გლიჯავს. ის ისტორია შავკანიან ქართველზე მოძველდა, გასაგებია. ესპანეთის თამაშს უკეთებს კომენტარს. იმ მატჩის გარდა კიდევ 2 ტურია. მთელი პირველი ტაიმი ამტკიცებს, რომ თუ სევილია წააგებს, მაშინ ვილიარეალი დაეწევა, თუ ორივეს მოიგებსო. იმ წუთისთვის ვილიას ნათამაშები აქვს უკვე (წინა დღეს), 7 (შვიდი) ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილიც გარანტირებული აქვს უკვე სევილიას. თან ამ სანდრომ მეორეც აიყოლია და ერთი 10ჯერ მაინც ამაზე ლაპარაკობდნენ. ვერ მოვითმინე, შესვენებაზე თუ რამე ტელეფონი ვიცოდი სილკნეტის ყველგან დავრეკე. იმიტომ რომ პატივს ვცემ სილკნეტს, ძალიან გვანებივრებენ სპორტული გადაცემებით და ასეთი სულელური კომენტები არცხვენს მათ. ამიტომ! შენც არ მომიკვდე - იგივე გააგრძელეს. ალბათ 2 დღის წინანდელი ცხრილი ედოთ წინ. ასეთი კომენტატორები, ასეთი ფეხბურთელები! ეეეეჰ
alexandre
20 აგვისტო 2020 13:37
3
ალექსანდრე,ძველი ცხრილით სარგებლობაზე ჩამოაგდე სიტყვა და ეტყობა ამ საიტის მიერ დადებული ცხრილებით სარგებლობენ.საქართველოს ჩემპიონატს,2-3 ტურით ჩამორჩება ხოლმე ცხრილი,ზოგჯერ მეტითაც.
სოსო
20 აგვისტო 2020 16:18
0
ნეტა ბოლო 15 წუთი არ ერბინათ ეგრეთწოდებულ დინამოელებს. ვიფიქრებდი ან მოწამლულები არიან, ან რაღაც ახალი ვირუსი ჭირთ თქო. შეძლებიათ სირბილი! საწაული ის იყო, რომ ამ ბოლო წუთებში არ წაქცეულან, ქოშინი არ დაწყებიათ, ოფლიც კი არ გამოსვლიათ. ესე იგი რა დასკვნა გავაკეთოთ? ფიზიკურად მომზადებული არიან, მაგრამ ეზარებათ? რა იყო საწყისი 30 წუთი?! ფეხის გადადგმა არ უნდოდათ! არავითარი სურვილი მატჩის მოგების არ იგრძნობოდა. რა ვიფიქრო არ ვიცი. ყველაფერზე მაქვს ჩემი აზრი (შეიძლება ხშირად არასწორი), მაგრამ ამ მატჩის მაყურებელმა ვერაფრით ვერ გავიგე რა ხდება. ყველა კომენტარი წავიკითხე, ყველასი მესმის, ვეთანხმები, მაგრამ დავიჯერო მართლა ასე საშინლადაა ჩვენი საქმე? 1962 წლიდან დინამოს ვგულშემატკივრობ, მშურს ლივერპულის გულშემატკივრაბის იმიტომ რომ სულ გუნდის გვერდში არიან, ასე ვიყავი მეც. მაგრამ დღეს? დღეს რა ვიფიქრო არ ვიცი. რა, 58 წელიწადს მივაფურთხო ვიღაც "ლოჩოშვილების და ბუღაურების" გამო. ღმერთმა დამიფაროს ბელარუსთან და მერე, თუ წავაგეთ, გამოდის რომ საერთოდ აღარ ყოფილა ჩვენთან ფეხბურთი, საერთოდ უნდა აიკრძალოს სახელმწიფოს დონეზე. და ვერავითარი ბათუმი, საბურთალო და ლოკომოტივი ამ საქმეეს ვერ უშველის.
alexandre
20 აგვისტო 2020 13:30
0
მაგარი სათაურია,ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშაო დინამო
ბაჩი
20 აგვისტო 2020 12:54
0
!!! ახლა მწვრთნელი ჩხეტიანი ზრდილობის დავუფასებ ბოდიში მოიხადა მაგრამ დინამო თბილისის დონის მწვრთნელი ჯერ არ არის!!! ახლა რომან ფიფიას მინდა ვუთხრა ან არაპროფესიონალი ხარ ფეხბურთში ან ძალიან მიმდობი შენს არაპროფესიონალ დინამოს წევრებისადმისპორტული დირექტორი და რიგი ხალხი ვინც შედეგი უნდა დადონ გუნდი უნდა ააღორძინონ!!! ათასგზის მოგწერეთ რომან ფიფია დინამოს ფეისბუქ მესინჯერის გვერდზე რომ გუნდის აღორძინება არასწორი გზით მიდის მეთქი ერთი სამი წლის წინაც ვწერდით და დამბლოკეთ იქ მესინჯერში!!! აგერ ჩემი სიტყვები დავიცვათ წინ!!! ან პროფესიონალი ხალხი მიიწვიეს დინამო თბილისში ან გაყიდეთ ქართველზე ოღონდ არა მერაბ ჟორდანიაზე!!! არა ლერი სულაბერიძე!!! და მათ საძმაკაცო საახლობლოზე არა!!! არც მაშინდელი დინამო თბილისი არ იყო გუნდი ფულის საკეთებელი დაზგა იყო მხოლოდ!!! და ლევან კობიაშვილს მინდა ვუთხრა დიდი პატივისცემა გამაჩნია თქვენდამი მაგრამ გეუბნებით ბავშვთა ფეხბურთი ბავშვთა სამწვრთნელო სკოლა არის 0-ის ტოლფასი თანამედროვე სტანდარტებს ჩამოუვარდება ბევრად ძალიან!!! არც უნდა მოხდეს შედარება იმდენად დაბალი დონისაა საქართველოში!!!და განვითარება ძალიან უმეტესად მიმდინარეობს ან საერთოდ არ ხდება განვითარება და რომან ფიფიასავით ნუ დაიწყებ ახლა რა თანხები მოიზიდოს და ასე შემდეგ !!! მიხედეთ საქმეს ნამდვილი საქმის კეთებით!!! თორემ გავა წლები და კიდევ ასეთი შედეგები გექნებათ!!! რადგან ფეხბურთელები რა განვითარების დონეზეც არის გაზრდილი ჩამოყალიბებული იმ დონის ფეხბურთს თამაშობს და იმ დონის შედეგებს აჩვენებს და მოიმკის!!!სპორტულ ჟურნალისტიკაში კი 90%სრული არაპროფესიონალიზმი სპორტული კომენტატორების ჩათვლით!!! იმის ნაცვლად პრობლემებზე წეროთ ისაუბროთ მიუთითოთ ...ტრაბახობთ!!!შედეგებიც სახეზე გაქვთ!!!
Simartle
20 აგვისტო 2020 12:33
0
რა გახდა ერთი მაღალ კვალიფიციური მწვრთნელი?!დინამოში ნებისმიერი მიაღწევს იმ შედეგს საქართველოში რომელსაც ეს გუნდი ახლა აჩვენებს რადგან დინამო ყველაზე მოწესრიგებული გუნდია!ჩხეტიანს ტორპედოში დახვდა კოლექტივი შექმნილი და იმით დადო შედეგი,ხოლო როცა ის კოლექტივი წავიდა ახალი ვერ შექმნა,მოკლედ ახალი და წარმატებული გუნდი ევრო სარბიელზე რომ გვყავდეს,ნირმალირი მწვრთნელია საჭირო.
გოჩა
20 აგვისტო 2020 12:31
0
სამარცხვინოა ეს ყველაფერი. აბსოლუტური უკლასობა და არაპროფესიონალიზმი! უბანში მაზიანზე რომ თამაშობენ, იმის დონეს ვერ გაცდა ეს ქართული ფეხბურთი რა… რატომ ჭამს ეს ხალხი ჩემი და თქვენი გადასახადებიდან ფულს, საერთოდ არ მესმის. დინამოს სტადიონზე თამაშსაც კი არ იმსახურებენ ესენი. გაუშვით და სადმე სავარჯიშო ბაზაზე ათამაშეთ ხოლმე!
Lasha
20 აგვისტო 2020 12:04
0
ეგ ფული რო რეგბში ჩაედოთ ეხლა 6 ერში ვიქნებოდით უნამუსო ფეხბურთი
ოტელო
20 აგვისტო 2020 11:37
12
ნუ გეშინია, მანდაც საკმარისად გააფუჭეს სიტუაცია
????
20 აგვისტო 2020 12:11
1
რეგბის დედაც...
ბაჩი
20 აგვისტო 2020 12:06
7
თელავთან არატაქტიკას და ჩატარებულ საცოდაობას ალბანელებისთვის თამაშის დამალვა რომ დავარქვით, გორის დილასთან სამარცხვინო წაგება რომ გავატარეთ და პასუხი არ მოვითხოვეთ ისე მწვავედ, როგორც ახლა, მერანთან საცოდაობა კიდე გავატარეთ, ამან ფეხბურთში ჩაუხედავ ხალხს შეუქმნა დინამოს წარმატების ილუზია და შედეგიც სახეზეა. არ შეუძლია ამ კაცს მეტი, თორემ ამ ფეხბურთელებით, ვინც თამაშობს და კიდე ვისაც არ ათამაშებს, ცოტა გონიერი მწვრთნელი უკეთეს შედეგს დადებდა. თამაშის ნახევარი დრო მცველებმა ერთმანეთთან და მეკარესთან ბურთის გორაობაში გაატარეს და ჩხეტიანი იდგა კმაყოფილი, არანაირი შენიშვნა და შეძახილი. სასწრაფოდ არის შესაცვლელი, თუნდაც იმიტომ რომ სხვისთვის, ვისაც მოიყვანენ, იყოს მაგალითი, რომ გუნდის წარუმატებლობაში პირველ რიგში მწვრთნელი აგებს პასუხს.
დათრგუნული
20 აგვისტო 2020 11:28
0

სიახლეები პოპულარული