მეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე "ნეფთჩისთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, შეუტიეს კიდეც, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 23-ე წუთზე მიზანსაც უწიეს, როდესაც მეკარე კვასხვაძე კარიდან გამოსვლისას შეცდა და ალესკეროვმა ბურთი თავზე გადაუგდო. ამის შემდეგ „დინამომ“ უფრო სახიფათო იერიშების მიტანა დაიწყო და მეკარე მამედოვმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. როგორც იტყვიან, გოლი მწიფდებოდა და მარუშიჩმა შორიდან ყუმბარისებრი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 41-ე წუთზე გაბედავას შეეძლო "დინამო" წინ გაყვანა, მაგრამ შესანიშნავი შანსი
გაუშვა ხელიდან.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ცხადაძის შეგირდები კვლავ მოწინააღმდეგეზე უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ მორიგი შეცდომა დაუშვეს და ისევ დაისაჯნენ - ხარაბაძემ უწყინარ სიტუაციაში საჯარიმოში მაჰმუდოვი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. მაჰმუდოვის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი კვასხვაძემ არათუ მოიგერია, არამედ ბურთი დაიჭირა, მაგრამ არბიტრმა ჩათვალა, რომ ჩვენმა გოლკიპერმა დროზე ადრე დატოვა კარის ხაზი, ხელახლა შეასრულებინა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი "დაზარალებულს" და აზერბაიჯანული გუნდი ისევ დაწინაურდა. 68-ე წუთზე ცხადაძემ შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - კუციასა და გაბედავას ნაცვლად მოედანზე ახვლედიანი და ქავთარაძე შეუშვა, მერე ხარაბაძე მორჩილაძით, ხოლო სპორკსლედე ოსეით შეცვალა.

"დინამოს" ანგარიშის გათანაბრება ზედ საფინალო სასტვენის წინ შეეძლო, მაგრამ ქარდავას თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და სამწუხაროდ, 1:2 წავაგეთ. წავაგეთ არწასაგები მატჩი.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ბაქოში გაიმართება და თუ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებენ და შეტევაშიც უკეთ გაირჯებიან, დინამოელებს "ნეფთჩის" ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, რომელიც რა თქმა უნდა, შემცირდა, თუმცა მაინც არსებობს.

თბილისი.“დინამო არენა“
დინამო (თბ) - ნეფთჩი 1:2
გოლები: 0:1 ალესკეროვი (23), 1:1 მარუშიჩი (36), 1:2 მაჰმუდოვი (57, პენ)

დინამო: კვასხვაძე, სპორკსლედე (ოსეი 83), ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე (მორჩილაძე 73), რადინი, ქარდავა, კუცია (ახვლედიანი 68), გაბედავა (ქავთარაძე 68), მარუშიჩი

ნეფთჩი: მამედოვი, ჩელიქი, მბოჯი, სტანკოვიჩი, არამიში, მაჰმუდოვი, კანე, ბუგრენი (აბასოვი 90), ლავალი (ბულუდოვი 86), მეზა კოლი (ნაჯაფოვი 88), ალესკეროვი

მკითხველის კომენტარები / 20 /
პროგრესი აშკარაა 6-1 მერე 2-1 წავაგეთ!!! ნელ ნელა ფრეებსაც მივეჩვევით და მერე მოგებებსაც დავიწყებთ შიგა და შიგ!!! ძნელია ამაზე სერიოზულად გააკეთო კომენტარი
ნკ
07 ივლისი 2021 22:10
11
გუნდმა მოგვიგო დგომით და იძახით შანსი გვაქვსო? დჰ
roma
07 ივლისი 2021 22:07
8
სულ ჩვენ რომ ვაგებთ არწასაგებ მატჩებს, ხომ შეიძლება, ერთხელ არმოსაგები მოვიგოთ?!
Lasha
08 ივლისი 2021 09:06
0
მძულს "დინამო თბილისი" და ყოველ წელს უფრო მძულდება ქვეყნის შემარცხვენელი!
Რაგბის ფანი
08 ივლისი 2021 01:22
14
კომენტარების მცირე რაოდენობაც იმაზე მიუთითებს რომ ამოუყვანეთ უკვე გულშემატკივარს ყელში თქვენი სხვადასხვა სტილში წაგებებით ყველაფერი თქვე საცოდავებო!!! ნეფთჩისაც ასიამოვნეთ, ვინ იქნება შემდეგი?!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
08 ივლისი 2021 10:59
3
ან ევროზე რო თამაშობენ ის არაა ფეხბურთი, ან რასაც ჩვენები(სრამარტო დინამო) ის არის სსვა რამ? აბა ორივე ფეხბურთია?
რატი
08 ივლისი 2021 09:59
1
არ გაგვიმართლა. ბაქოში შეიძლება მოგება.
ILIA
07 ივლისი 2021 22:07
67
ბაქოში 3:0 წაგება გარანტირებულია. ნეფთში იაქ სხვანაირად ითამაშებს
გენა
08 ივლისი 2021 07:56
5
დღევანდელი ფედერაციისა და ცხადაძის ,,ბაგაჟით,,აბა რააა სათითაოდ არიან გასაყრელები ყველანი.
სვანსკი
08 ივლისი 2021 11:13
5
აშკარა პროგრესს განვიცდით, განმეორებითი თამაში 2:0. აბა ეხლა დავაბრალოთ კახა ცხადაძეს ან მსაჯს ან საერთოდ უიღბლობას
თავადი
07 ივლისი 2021 23:23
5
2:0-ი? ეს ანგარიში ნამდვილათ მისაღებია, დიდი პროგრესი იქნება 6:1-თან შედარებით.
გიზოგ
08 ივლისი 2021 10:36
2
ar vici televizorshi mainc ar uyureben fexburts.reebs aketeben saertod
davit
08 ივლისი 2021 08:55
0
დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელს,კახი ცხადაძეს,ძაან გვაინტერესებს რატო გაგყავს მეორე ტაიმის 65 ან 75 წუთზე გიორგი გაბედავა ? დღეს ნეფთისთან მაგის გამოცდილების იმედი გვქონდა , რატო აკეთებთ ამას? რომ შეიყვანე ახალგაზრდა ფეხბურთელი გაამწვავა რამე , ზუსტად ორჯერ მიიღო ბურთი.
თემო
07 ივლისი 2021 23:37
51
რა გამოცდილებას გულისხმობ, პოლონეთის აუტსაიდერში სკამზე ჯდომაში და ეროვნულ ლიგაში ჯახირში რომ დააგროვა? ეს ვითომ გამოცდილება არ ყოფნის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსაც კი?
ნერვებდაწყვეტილი
08 ივლისი 2021 12:02
1
რა გამოცდილებას გულისხმობ ნეტავ, რამე დიდ გუნდში და დიდ ტურნირებზე აქვს ნათამაშები? პოლონეთის აუტსაიდერში სკამზე ჯდომა ან მთელი კარიერის ეროვნულ ლიგაში გატარება ფაქტია რომ არ ყოფნის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსაც კი!
ნერვებდაწყვეტილი
08 ივლისი 2021 11:56
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული