მარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე, ქართველ გულშემატკივრებსა და ცსკა-სგან გამოწვეულ დეპრესიაზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსულმა Sport24-მა მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელ კონსტანტინე მარადიშვილთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენი გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ის ნაწილია, სადაც 21 წლის ნახევარმცველი საქართველოს ირგვლივ საუბრობს:

"ძირითადად, ნაკლებად აქტიური ადამიანი ვარ და თავისუფალ დროს სახლში ვატარებ. შვებულების დროს შემიძლია ერთი ჭიქა ღვინო დავლიო. სეზონის განმავლობაში ამას საერთოდ არ ვაკეთებ...

დედა რუსია, მაგრამ შეუძლია ქართული კერძები მოამზადოს. ძალიან მიყვარს ჩახოხბილი...

ბევრი თავისუფალი დრო ისედაც არ მაქვს, ამას პანდემიაც დაერთო და დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოში ჩასვლას ვერ ვახერხებ. იმედია, მომავალში შევძლებ.
ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ უნდა ვისწავლო.
რთულია, ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს...

Sportall.Ge

რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად მიწვევენ. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო - მწერენ, რომ სურთ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და მეპატიჟებიან... 

"ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ქართულის სწავლა უკეთ დავიწყე. მოსკოვის რესტორანში სახალისო ამბავი გადამხდა - ვიგრძენი, რომ ერთი გოგონა მიყურებდა და შემდეგ დამიძახა. ინტონაციის დონეზე ერთმანეთის ქართულის გვესმოდა...

2020 წლის ზამთარში ცსკა-მ ჩემი წაყვანა ძირითად გუნდთან ერთად არ ისურვა და ამით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დეპრესია დამეწყო. სერგეი ოვჩინიკოვი პირველივე დღიდან მეხმარებოდა და "ლოკომოტივში" დამკვიდრებაში ხელი შემიწყო."

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მარადიშვილი "ლოკომოტივს" კარგად მოერგო და უკვე 2 გოლის ავტორია, როცა ცსკა-ში ეს მაჩვენებელი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა. "ლოკომოტივი" სეზონს 27 თებერვალს, "კრასნოდართან" სტუმრობით განაახლებს.

altიაშვილი: მარადიშვილის მამას ვესაუბრეთ, წიტაიშვილისა კი ფედერაციაში იყო მოსული; მიქაუტაძე...

altცსკა-ს ნახევარმცველი მარადიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ვინაა ეს 20 წლის ბიჭი?

მკითხველის კომენტარები / 21 /
მამა როცა ქართველია და დედა უცხოელი, შვილმა ქართული არ იცისო.
პირიქით როცაა, დედა ქართველი და მამა უცხოელი, მაშინ ხომ იზრდება ბავშვი დედასთან, რატომ არ იციან ქართული?!
სუფთა ქართული მენტალიტეტია, ჩვენი ჭირსაც წაუღია, სხვებს უნდა შევეტენოთ.მამას ხომ არ აწყენინებენ, იმ იმ უცხო ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ხომ უნდა ასიამოვნონ და განაცვიფრონ-აგერ ბატონო, მე დედა ვარ და ქართულად კი არ ვზრდი, არამედ თქვენს ყაიდაზეო!
ორივე შემთხვევაში, ქართველი დედის ან მამის შვილი, უცხოეთში არაქართველად იზრდება და ყალიბდება!
იაკობი
17 იანვარი 2022 11:00
0
ვისაც არ უნდა ნუ უნდა,შეეშვით რა რას ეხვეწებით?!
ვასო
11 იანვარი 2022 13:06
0
დიდი პრობლემაა ეგ ამბავი, ახლა ის დაემატა რომ ადრე თუ რუსულენოვანებთან მიდიოდა დაოჯახება, ან რუსი ან უკრაინელი ცოლის მოყვანა, დღეს ევროპაში ძალიან ბევრი ქმნის ოჯახს, მე ვისაც ვიცნობ ბევრის ბავშვი ვერ ლაპარაკობს ქართულად, იმიტომ რომ ბავშვები ძირითადად არიან დედასთან პლიუს ამას ემატება ბაღი და შემდეგ სკოლა, რაც აბსოლიტურად ცვლის ბავშვის ტვინს, როცა ამ დროს ეს ქართველი მამა დილიდან საღამომდე გარეთაა პახაობს, დრო არ რჩებათ ელემენტარულად რომ შვილებთან მეტი დრო გაატარონ, ერთი ისაა რომ საქართველოში როცა გაუშვებენ შვილებს, ეს ბავშვები ისეთი თვალებით ჩამოდიან უკან გეგონება სადღაც ზღაპარში მოხვდნენ და უყვარდათ საქართველო ! მაგრამ ისევ იმ სოციუმში დაბრუნება და ისევ ის სკოლა , მეგობრები, ამ ყველაფერთან ერთად ძნელია ქართული იცოდე, ძალიან უჭირთ მაგ მხრივ!! მთავარია მშობელმა სულით გაზარდო ქართველი და იცოდეს რომ ქართველია და არა ფრანგი, ან გერმანელი, ან ინგლისელი! თორემ ბავშვის დედა თუა გერმანელი რათქმაუნდა ბავშვი გერმანულად უფრო ილაპარაკებს , აბა დედამ როგორ დაელაპარაკება ქართული თვითონაც რომ არ იცის, ისიც თავის ენაზე ცდილობს საკუთარ შვილს ელაპარაკოს და ვერც გაამტყუნებ. ზოგიერთი გოიმი სამწუხაროდ თავის შვილს უნერგავს იმას რომ არაა ქართველი და ეამაყება რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, “ღამურას ამბავი”.
Vasili
11 იანვარი 2022 12:09
3
მარტო ქართულად ლაპარაკი და ქართულ ტრადიციებზე გაზრდა არ ნიშნავს ქართველობას.საქართველოში რადენი "ქართველი" ქართველია
გრიგოლი1408
11 იანვარი 2022 01:55
3
ჩემ გარშემო ვისაც რუსი ცოლი ყავს არცერთის შვილმა არ იცის ქართული,ეს კი მამების ბრალია არ ასწავლიან ქართულს და შესაბამისად არც ქართველობენ
ირკლი
11 იანვარი 2022 01:51
1
მართალია ეს კაცი.შვილს როგორც გაზრდი, იმ ეროვნების იქნება.
Status quo
11 იანვარი 2022 00:25
1
ბექა შამოგევლე-ჩემ ძმისშვილს დედა ჰყავს რუსი,მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა,მაგრამ პირველი სიტყვებიდან მოყოლებული ბავშვობაში რო თქვა,იქიდან მოყოლებული ქართულად წერს,კითხულობს და ლაპარაკობს კახური კილოთი.ნეტა საქართველოში უყვარდეთ საქართველო ისე როგორც ამას მოსკოვში უყვარს საქართველო.2008 წლის აგვისტოს ომის დროს წითელი ხიდი გადატენილი რო იყო,კახეთის გზაზე საცობი რო იყო,დედით ქართველები რო გარბოდნენ,ჩემი ძმიშვილი დედით რუსი საქართველოში მაშინ ჩამოვიდა,ზუსტად იმ დღეებში.და ერთს გეტყვი-საქართველოში მაცხოვრებელ ქართველებს უფრო უყვართ რუსეთი ვიდრე რუსეთში მაცხოვრებელ ქართველებს-გარწმუნებ.ასე რო ჩემო ბექა,დედა გინდა ქართველი გყავდეს გინდა ფრანგი მთავარია ქართველად გაზარდოს მშობელმა შვილი.სოხუმიდან ლტოვილები თბილისში რო ჩამოვიდნენ ძალიან ბევრი ქართულად არც კი ლაპარაკობდა,იმათ ხო ქართველები ჰყავდათ დედები?
jordan beli
10 იანვარი 2022 18:59
3
ვისაც ქართველი დედები ყავდათ ომში დაიღუპნენ და ზღაპრებს ნუ გვიყვები რა
სოსო
11 იანვარი 2022 00:34
3
Mère ra gonds ro tkva ro misi bralia ro kartuli ar ici?
Jordan belis
10 იანვარი 2022 22:31
0
ყველა გამოხმაურება
აზაროვს ოლიმპიაკოსი აკვირდება,რიგში კრასნოდარი და ლოკომოტივი არიან..
მადრიდისტი
10 იანვარი 2022 18:41
0
ვისაც დედა რუსი ყავს ყველა რუსობს
ბექა
10 იანვარი 2022 15:56
20
ნიჭიერი ბიჭია,მაგრამ თავს რუსად მიიჩნევდა და ახლა რა შეიცვალა,არ ვიცი.შეიძლება გაიზარდა და ფიქრი დაიწყო.ღმერთმა ქნას.შვილს რომ მშობლიურ ენას არ ასწავლი,რა თქმა უნდა მშობელს ეკითხება პასუხი.ებრაელებმა 26 საუკუნე,დევნილობაში შეინარჩუნეს ენა,ტრადიციები და რელიგია.ჩვენ რა უბედურება გვჭირს?შვილებისთვის ვერ გვისწავლებია და შვილიშვილები უკვე არაქართველებად იზრდებიან.ალბათ ამიტომაა ისრაელი ასე ძლიერი და საქართველო;-ასე სუსტი.
სოსო
10 იანვარი 2022 15:19
3
თავისთვის არის რა. რუსეთში გაიზარდა, რუსად მიაჩნია თავი. არ უნდა ეს თქვენი აწეწილ-დაწეწილი საქართელო.
რა, მართალი არაა?
ვაჟა
10 იანვარი 2022 17:07
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული