არსენ ვენგერი: ამიტომ ვუთხარი "რეალს" უარი

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მოჰყვა, თუ რატომ თქვა უარი მადრიდის "რეალში" მუშაობაზე.

"ადრეული პერიოდიდან ვფიქრობდი, რომ მინდა ვიმუშაო ისე, როგორც მე მომწონს.

ზოგჯერ ვფიქრობ: "ყველაფერი კარგად მაქვს თუ არა?" და ვგრძნობდი, რომ ვიყავი კლუბში (არსენალში), სადაც შემიძლია მუშაობა ისე, როგორც მე მინდა.

რატომ უნდა შევცვალო ეს ყველაფერი? შესაძლოა უკეთესი პირობები მქონოდა, თუმცა კლუბზე (რეალზე) ნაკლები გავლენა მექნებოდა. ამიტომ გადაწყვიტე, გამეგრძელებინა ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა "არსენალთან" - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ 69 წლის ფრანგი "მეთოფეებს" სათავეში 1996-დან 2018 წლამდე
ედგა.

მომზადებულია BEIN Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს რომ ვენგერი არ მუშაობს და არ წვრთნის არცერთ გუნდს ეს საფეხბურთო ტრაგედიაა 69 წლისაა მაგრამ მაინც.
Giorgi
17:34 15-10-2019
1

სიახლეები პოპულარული