არნახული წმენდა "რეალში" - შეიძლება 17 ფეხბურთელი თავიდან მოიშორონ

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "რეალი" შესაძლოა, 17-მა ფეხბურთელმა დატოვოს.

"სამეფო კლუბი" 13 ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება: გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, ლუკა იოვიჩი, ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი, დანიელ სებალიოსი, ხესუს ვალეხო, ნაჩო ფერნანდესი, მარიანო დიასი, ბორხა მაიორალი, ოსკარ როდრიგესი, ალბერტო სორო და ხორხე დე ფრუტოსი.

არაა გამორიცხული ალვარო ოდრიოსოლა გაანათხოვრონ ან გაყიდონ. დიდი ალბათობით იჯარით გაუშვებენ სერხიო რეგილიონს, მარტინ ედეგორსა და ტეკეფუსო კუბოს.

ადრე ამავე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეალი" 10 მოთამაშის გაყიდვიდან 180 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბაბუ პერესს ეტყობა მართლა გაუჭირდა, იქით ბარსას უჭირს, ისე ვატყობ სერია ა-ს ჰეგემონია ბრუნდება ევროპაში.
3
ბეილს და მოდრიჩს გუნდიდან რო გაუშვებ ვინ ყავს უკეთესი
ემირ
14:04 27-07-2020
7

სიახლეები პოპულარული