
ესპანელმა თავდამსხმელმა ნოლიტომ 36 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაწყვიტა, - ამის შესახებ მან ინფორმაცია "ინსტაგრამით" გაავრცელა.
ნოლიტო "ბარსელონაში", "ბენფიკაში", "გრანადაში", "სელტაში", "მანჩესტერ სიტიში", "სევილიასა" და "იბიცაში" თამაშობდა.
"ბარსელონას" რიგებში ნოლიტომ ლა ლიგა მოიგო, ხოლო "სევილიას" რიგებში - ევროპა ლიგა. მან ესპანეთის ნაკრებში 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა.