"ჩელსიმ" ტიმო ვერნერის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" "ლაიპციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერის ტრანსფერი შეათანხმა, - იტყობინება Sky Sports-ი.

ინგლისური კლუბი მზადაა ვერნერს ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 222 ათასი ევრო დაუნიშნოს, რაზეც ფეხბურთელი თანახმაა. 15 ივნისამდე "ჩელსის" შეუძლია მისი კონტრაქტი 60 მილიონად გამოისყიდოს, ხოლო თუ ეს იქამდე ვერ მოახერხა, შემდეგ ტრანსფერზე "ლაიპციგთან" მოუწევს მოლაპარაკება.

ერთი წლის შემდეგ ვერნერის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 40 მილიონი იქნება. "ჩელსიში" ვერნერს მისი თანამემამულე მცველი ანტონიო რიუდიგერიც ეპატიჟება.

24 წლის ვერნერმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა (3 პენალტით) და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt

"ლივერპულს" ვერნერის ტრანსფერის გაჩარხვა ამ დღეებში უნდა

altტიმო ვერნერი "ინტერში" გადასვლისთვის მზადაა

alt"ლივერპულს" კორონავირუსის კიდევ უფრო შეეშინდა და ვერნერთან მოლაპარაკებებში პაუზა ითხოვა

altტიმო ვერნერმა "ბაიერნში" გადასვლა არ ისურვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩელსის ფეხნურთელი ნამდვილად არ არის ვერნერი. ლივერპული უკეთესი იქნებოდა მისთვის.
G.LA
16:27 05-06-2020
0
რა გამოცნობა უნდა? ჩელსი მეტს ჰპირდება და ეგ არის. გარდა ამისა, ლივერპულში აშკარად დიდი კონკურენცია იქნება , ვიდრე ჩელსიში
: )))))))
10:18 05-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული