
"არსენალი" "შახტარის" ნახევარმცველ მიხაილ მუდრიკს 100 მილიონ ევროდ (ბონუსებიანად) შეიძენს, - იტყობინება Get French Football News-ი.
გამოცემის ცნობით, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის მუდრიკის სამსახურით "ჩელსია" დაინტერესებული და მზადაა 68+23 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ თავად ფეხბურთელს "მეთოფეებში" გადასვლა უნდა, სადაც მისი თანამემამულე ალეკსანდრ ზინჩენკო თამაშობს.