ფიფამ ოფიციალურ ვებგვერდზე, გულშემატკივართა ვერსიით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
გამოკითხვა თითოეულ პოზიციაზე მიმდინარეობდა და პროცენტული წილი სწორედ ამის მიხედვით არის შედგენილი.
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი ხმა საკუთარ პოზიციაზე ლუკა მოდრიჩმა (49% ნახევარმცველებს შორის) მიიღო.
სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია, 19%)
მცველები: დიეგო გოდინი (ურუგვაი, 25.8%), მარსელო (ბრაზილია, 18%), ტიაგო სილვა (ბრაზილია, 29.3%), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი, 31.5%)
ნახევარმცველები: ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია, 45.6%), კევინ დე ბრუინე (ბელგია, 30.6%), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, 49%)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი
(ინგლისი, 36.3%), კილიან მბაპე (საფრანგეთი, 41.1%), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, 25.2%)
როგორც ხედავთ, სიმბოლურ ნაკრებში არ მოხვდა "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.