პსჟ შეტევის კონკურენტი გუნდის ფეხბურთელით გაძლიერებას გეგმავს

AutoSharing Option
პსჟ ზაფხულში "მარსელის" 23 წლის თავდამსხმელის მეისონ გრინვუდის 75 მილიონ ევროდ შეძენას შეეცდება, - იტყობინება Fichajes-ი.

თუ გრინვუდი "პარი სენ ჟერმენში" გადავა, მისი ყოფილი კლუბი "მანჩესტერი" ტრანსფერის 50%-ს მიიღებს.

ინგლისელმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და უსმან დემბელეს შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ბომბარდირია.

Transfermarkt-ის მიხედვით გრინვუდის ფასი 35 მილიონია. პსჟ ლიგა 1-ის ლიდერია, "მარსელი" კი მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სისულელეა ტყუილია
2
ტყუილად ნუ ხარჯავენ ფულებს და ჯობია მიქაუტაძე იყიდონ ! თუ რა თქმა უნდა ჟორჟი მოინდომებს და ისევ არ იტყვის უარს ძლიერ გუნდში გასავლაზე "მშობლიური ქალაქის სიყვარულის"გამო
zura222
19:00 19-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული