"ნანტის" მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა კომენტარი გააკეთა თვითმფრინავის დაკარგვაზე, რომელზეც მათი გუნდის ყოფილი თავდამსხმელი ემილიანო სალა იმყოფებოდა და რომელიც "კარდიფ სიტიში" გადავიდა.
"რა გინდათ რომ გითხრათ? შეძრწუნებული ვარ. ველოდებით ინფორმაციას, მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს ვერ ვგებულობთ. ცუდი ამბის შესატყობად ვემზადებით", - განუცხადა ჰალილჰოჯიჩმა RMC Sport-ს.
21 იანვარს სალა მეგობრებს დაემშვიდობა და კერძო თვითმფრინავით უელსში გაფრინდა, მაგრამ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა, რის შემდეგაც მის საძებნელად ორი ვერტმფრენი და რამდენიმე გემი გაეშურა.
არგენტინელი ფორვარდი "კარდიფ სიტიმ" კლუბისთვის სარეკორდო 20.5 მილიონ ევროდ შეიძინა და 2022 წლის
ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი. ამ სეზონში მან საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონატზე 19 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.