დიეგო კოსტას შეძენას "რომა" და "ნაპოლი" შეეცდებიან

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

"რომა" და "ნაპოლი" დიეგო კოსტას წარმომადგენელს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკება წამოიწყეს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

გამოცემის ცნობით, მხარეები ტრანსფერის პოტენციურ ფასზე კონტაქტობენ. ჯერ უცნობია, რა ფასად აპირებს მადრიდული კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას.

ამ სეზონში 31 წლის დიეგო კოსტამ ლა ლიგის 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაპოლის მოუხდება რინო სკამზე ეა მოედანზე
L.J.
16:27 15-04-2020
0
ამ რამოს გაუსივდა ერთი ადგილი ამდენი კბენით აღარ გეყოპათ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული