ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: "მილანი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
20 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა.

ყარაგანდის "შახტიორმა" საკუთარ მოედანზე შოტლანდიური "სელტიკი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ანდრე ფინონცენკომ მე-12 წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი საკუთარ ანგარიშზე სერგეი კიზნიჩენკომ 77-ე წუთზე ჩაიწერა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლიონმა" "რეალ სოსიედადი" მიიღო. სტუმრებმა დაწინაურება ანტონი გრისმანის გოლით მე-17 წუთზე შეძლეს. 50-ე წუთზე კი უპირატესობა ორამდე ჰარიკ სეფეროვიჩმა გაზარდა - 0:2.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" "ფერეირას" სტუმრობდა. პირველი გოლი რომან შიროკოვმა გაიტანა, თუმცა ანდრე ლეაომ გათანაბრება მოახერხა. მასპინძელთა გოლის შემდეგ ორ წუთში
შიროკოვმა "ზენიტი" კვლავ წინ გაიყვანა. მატიას დეგრამ 85-ე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა, რასაც შიროკოვმა მესამე გოლიც მიაყოლა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში, 1:4 დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პლზენის "ვიქტორიამ" "მარიბორი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან მე-8, 58-ე და 90-ე წუთებზე მარიან კისოვსკი, ვლადიმერ დარიდა და მიჩელ დურისი გამოირჩნენ, სტუმრებიდან კი გოლი ალეს მეჟაჩმა გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანი" ჰოლანდიის პსვ-ს ესტუმრა. მე-15 წუთზე ელ შაარავიმ იტალიელები დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე აბიატის შეცდომით ისარგებლა ტიმ მატავციმ და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული