"პაპუნაშვილმა შეურაცხყო "დინამოს" ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი"

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გიორგი პაპუნაშვილის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

"ქობულეთის "შუქურასთან" ჩადენილი უღირსი საქციელის გამო, რითიც გიორგი პაპუნაშვილმა შეურაცხყო "დინამო თბილისის" ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა კაპიტნობა და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა პირველი გუნდის საწვრთნელ პროცესს", - წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფაქტი 13 აპრილს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩს უკავშირდება, რომელშიც "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

- დინამო(თბ)-შუქურა 5:0 - თამაში ცალ კარში [VIDEO]

იმ შეხვედრაში "დინამოს" მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ გიორგი
პაპუნაშილი გაუძღვა, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიშიც გახსნა. 72-ე წუთზე მწრთნელმა კახა კაჭარავამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, რამაც ფეხბურთელი ძალიან გააღიზიანა. პაპუნაშვილმა სამკლავური მოიხსნა და ძირს დააგდო, მოედანი კი აშკარად უკმაყოფილომ დატოვა.

"შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა წინა სეზონში ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩის დროს მომხდარი არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ, მიიღო 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და გაფრთხილება, რომ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში ის მკაცრად დაისჯებოდა", - იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

- თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა
მკითხველის კომენტარები / 26 /
კი გასაგებია არ იყო კარგი საქციელი, მაგრამ ჩემი აზრით ისეთი გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ დინამოში გიორგი პაპუნაშვილს რამოდენიმე თამაში გამოატოვებინონ, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ დინამო ბევრი ქულებს დაკარგავს ჩემპიონატში ანუ თამაშების მოგება გაუჭირდება. ჩემი შეფასებით თბილისის დინამოს ფეხბურთელებიდან გიორგი პაპუნაშვილი არის ნეიმარი.
მამუკა
20 აპრილი 2017 23:10
0
P.S.10ნომრიანი მაისურიც ჩამოართვით მაგას, მაგ ნომრით დიდი დათო ყიფიანი თამაშობდა.მაგ ნომერშიც გაფრთხილება უუნდა,სამკლაურის არ იყოს.
კახა ქირია
19 აპრილი 2017 14:34
0
მაგ სამკლაურს ჩივაძე, მაჩაიძე, ხურცილავა, იამანიძე და კიდევ ბევრი დიდი ფეხბურთელი ატარებდა.ჯერ მაგათი მეოთხედი მაინც გააკეთე და მერე იქჯეი ხელები.საინტერესოა სამკლაურ რომ არ კეთებოდა რას იზამდა, მაიკას. დააგდებდა თუ ტრუსიკს.დიდი ხნის უთამაშებელი კანკავა რომ გამოვიდა შეცვლაზე მეორე ტაიმში კაშიამ დაუფიქრებლად, მაშინათვე გაუკეთა სამკლაური ხელზე აი ნანამდვილი საქციელი რა არის.სამკლაურს სხვა დატვირთვა აქვს ამას კიდე ბიჟუტერია გონია.
კახა ქირია
19 აპრილი 2017 14:29
0
გული რომ შესტიკა იმიტომაც გაბრაზდა, წინ არავინ გაუშვათ,აბა თქვენ იცით ჩაკალით ტალანტები
მე ვარ
19 აპრილი 2017 13:50
0
კაჭარავას გამოსაცვლელი არაფერი ჭირდა პაპუნაშვილს. ამ კაჭარავებმა და ქეცბაიებმა დააქციეს ქვეყანა. ეტყობა დინამო საქართველის გუნდად კიარა სამეგრელოდ უნდა გადააქციოს. იმიტომ არის მერე უცხოელებთან რატო ვაგებთო წააგებთ შვილო მა რა იქნება ქართველი აგარავინ დატოვეს. იმიტომაც გააკეთა ასე ყელში ამოუყვანა კაცს თამაშს არ აცდიან თორე მაგისნაერი მოთამაშე საქართველოს არ ყავს
სიმართლე
19 აპრილი 2017 13:14
0
რა გინდათ კოცონზე დაწვათ?რაშუაშია ყველა თაობის ფეხბურთელის შეურაცყოფა.კონკრეტულ თამაშზე ქართულად ,ემოციურათ გაბრაზდა და არასწორი საქციელი ჩაიდინა.ეტყობა მწვრთნელიც ვერა დგას თავის დონეზე ასეთი გაყოყოჩებული ფეხბურთელები რომ ყავს.
ჩემი აზრი
19 აპრილი 2017 12:20
0
დაუყონებლივ გასაგდებია გუნდიდან(არ და ვერ მოვისმენ გამართლებას,რომ ჩვენ ფუფუნება არ გვაქვს ნიჭიერ ახალგაზრდეს არ გავუფრთხილდეთო)!
თამაზი
19 აპრილი 2017 11:49
0
წარმოუდგენელი თავხედობაა.კაპიტნის სამკლავურის ტარება სპორტსმენისთვის დიდი პატივია და ამ პატივს გაფრთხილება უნდა
@
19 აპრილი 2017 11:23
0
დიდ ნოდარ ახალკაცს, უპირველესად, წესრიგი და დისციპლინა ჰქონდა გუნდში და იმიტომაც აღწევდა წარმატებებს! გვახსოვს რა ამომავალი ვარსკვლავები გაუშვა (და სწორადაც მოიქცა) "დინამოდან" უსაქციელობისა და უდისციპლინობის გამო! ეს, ჯერ არაფერს წარმოადგენს და რა ამბავშია და ... სასწრაფოდ გასაშვებია გუნდიდან და ფეხბურთიდანაც, თორემ მაგალითი გადამდებია! ყოჩაღ კახი შენს მოთმინებას (უეჭველად გასატყეპია)!
jiji
19 აპრილი 2017 11:12
0
გულდასაწყვეტია!
დინამო
19 აპრილი 2017 10:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული