"ვიტ ჯორჯია" - უმაღლეს ლიგაში მძლავრი ფინიშის ხარჯზე

AutoSharing Option
ბოლო სეზონებში "ვიტ ჯორჯია", მთელი რიგი მიზეზების გამო, მაღალი შედეგებისთვის ვეღარ იბრძვის და ერთი კონკრეტული მიზანი აქვს - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ვეტერინარებს" საამისოდ დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევდათ, თუმცა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "ვიტ ჯორჯიამ" ქულათა საკმაო მარაგს მოუყარა თავი და ზამთრის შესვენებისთვის სახიფათო ზონას მთელი ცხრა ქულით უსწრებდა. თუმცა დაიწყო უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი და რამდენიმე ტურის შემდეგ "მცხეთა პარკის" ბინადართა შანსები უკვე სათუო გახდა.

"ვიტ ჯორჯიამ" მეორე ეტაპის საწყის ოთხ მატჩში ამდენივე მარცხი იწვნია და
პირველ ლიგაში გავარდნა რეალურად დაემუქრა.

კლუბის ხელმძღვანელობამ კარგად ნაცადი ცვლილება განახორციელა - მეორე ეტაპის მესამე ტურის შემდეგ გუნდი ზურაბ ბერიძეს ანდო, რის შემდეგაც ვიტელთა შედეგიანობა გაუმჯობესდა. გუნდმა რამდენიმე საკვანძო მატჩი მოიგო და ამის ხარჯზე უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება შეძლო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის სამტურიანი მონაკვეთი იყო, სადაც "ვიტ ჯორჯიამ" გამარჯვებათა სამმატჩიანი სერია შემოგვთავაზა.

პირველ ეტაპზე "ვეტერინარებმა" რამდენიმე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზეს და ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზეც შეძლეს მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება. არასტაბილურობა კი გუნდის ხაზგასასმელი ნაკლოვანებაა, რაც ახალგაზრდული შემადგენლობით უნდა აიხსნას.

კლუბის კურსი კი, რა თქმა უნდა, კვლავ უცვლელია. "ვიტ ჯორჯია" კვლავ ახალგაზრდებს ეყრდნობა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ახლო წარსულისგან განსხვავებით, ბოლო წლებში კლუბს ფეხბურთელების გასხვისებიდან განსაკუთრებული შემოსავლები არ მიუღია.

ახალი სეზონის დაწყებამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა, თუმცა უმაღლესლიგელთა დიდი ნაწილის მსგავსად, ზუსტად ვერც "ვიტ ჯორჯიაზე" ვიტყვით, როგორი სახით წარსდგება კლუბი ჩვენს წინაში მომავალ ჩემპიონატში.

გასული არასტაბილური სეზონის მიუხედავად კი, აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ "ვიტ ჯორჯიამ" უმაღლეს ლიგაში დარჩენის უფლება ბრძოლით დაიმსახურა.

საუკეთესო მატჩი
განსაკუთრებით ხმაურიანი სენსაციების ავტორი "ვიტ ჯორჯია" პირველ ეტაპზე გახდა, როცა სტუმრად შეძლო ხმაურიანი გამარჯვებების მოპოვება.

"ვეტერინარებმა" გასვლით შეხვედრებში დაამარცხეს გორის "დილა" და "ზესტაფონი". "ვიტ ჯორჯია" რუსთავს ორჯერ ესტუმრა და ორჯერვე გამარჯვებული დარჩა, ამაზე ნაკლები მიღწევა კი არც საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოსთან" ნათამაშები ფრეა.

ყველაზე ცუდი მატჩი
"ვიტ ჯორჯიამ" გასვლით მატჩში იოტისოდენა წინააღმდეგობაც ვერ გაუწია თბილისის "დინამოს"; ასევე უშანსოდ დამარცხდა საჩხერეში "ჩიხურასთან". იყო ასევე არაერთი მარცხი უშუალო კონკურენტებთან, სადაც ვიტელებმა უხარისხოდ ითამაშეს.

მეკარე
ჩემპიონატის მატჩები პირველიდან ბოლო წუთამდე შეუცვლელად ჩაატარა 23 წლის ნიკა დაუშვილმა, რომელიც ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული კიპერია და საკმაოდ კარგი შანსი აქვს, ფეხბურთი ბევრად მაღალ დონეზე ითამაშოს.

დაცვა
"ვიტ ჯორჯიას" დაცვის ხაზში ცვლილებებს ნაკლებად ვხედავდით ხოლმე. უმეტესად, მოედანზე გადიოდნენ 25 წლის ჯემალ გოგიაშვილი, 23 წლის ლაშა კასრაძე, 25 წლის დავით ხურცილავა, 24 წლის გურამ ადამაძე, 23 წლის გიორგი გეთიაშვილი და 19 წლის ოთარ ჯავაშვილი.

ნახევარდაცვა
"ვიტ ჯორჯიას" ნახევარდაცვის ლიდერი 23 წლის გურამ გურეშიძეა. მის გარდა, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობდნენ მისი თანატოლები, გიორგი ვასაძე და გიორგი გურეშიძე. ზამთარში "ვიტ ჯორჯიას" დაუბრუნდა ასევე 23 წლის გიორგი ჯანელიძე, რომელიც ახლო წარსულში გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო.

თავდასხმა
"ვიტ ჯორჯიამ" გასულ ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა, ამაზე უარესი მაჩვენებელი კი მხოლოდ ბოლოადგილოსან ფოთის "კოლხეთს" აქვს. გუნდი ზამთარში დატოვა ბესიკ ჩიმაკაძემ, რომელიც ბოლო სეზონებში "ვეტერინართა" წამყვანი ფორვარდი იყო. ვიტელთა წინა ხაზზე მოქმედებდნენ ელგუჯა ლობჯანიძე (20 წლის), ლაშა გაბრიჭიძე (24 წლის) და ლევან კუხალეიშვილი (21 წლის).

ვიტ ჯორჯია ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური დილა-ვიტ ჯორჯია 0:1
II ტური მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0
III ტური ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:1
IV ტური სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1
V ტური ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0
VI ტური დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 5:0
VII ტური ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3
VIII ტური მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2
IX ტური ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3
X ტური დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 0:1
XI ტური ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0
XII ტური ვიტ ჯორჯია-დილა 0:2
XIII ტური ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0
XIV ტური ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 4:0
XV ტური ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0
XVI ტური ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0
XVII ტური ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ) 1:1
XVIII ტური ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:2
XIX ტური ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1
XX ტური ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:0
XXI ტური ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 1:1
XXII ტური კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 1:1

I ეტაპი: 22 მატჩი, 5 მოგება, 7 ფრე, 10 წაგება, ბურთები: 15-29


II ეტაპი
XXIII ტური ვიტ ჯორჯია-სიონი 0:2
XXIV ტური დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 2:0
XXV ტური ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 2:3
XXVI ტური მერანი-ვიტ ჯორჯია 2:0
XXVII ტური ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 0:0
XXVIII ტური სიონი-ვიტ ჯორჯია 0:3
XXIX ტური ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2
XXX ტური მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2
XXXI ტური ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0
XXXII ტური კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0

II ეტაპი: 10 მატჩი, 3 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება, ბურთები: 10-13

სულ: 32 მატჩი, 8 მოგება, 9 ფრე, 15 წაგება, ბურთები: 25-42

გუნდი
მწვრთნელები: მერაბ კოჭლაშვილი (I-XXV ტური); ზურაბ ბერიძე (XXVI-XXXII ტური)

მეკარე:
ნიკა დაუშვილი - 32 მატჩი;

მცველები:
ჯემალ გოგიაშვილი - 27 მატჩი, 1 გოლი; ლაშა კასრაძე - 27 მატჩი, დავით ხურცილავა - 25 მატჩი, ოთარ ჯავაშვილი - 23 მატჩი, 1 გოლი; გიორგი გეთიაშვილი - 23 მატჩი, გურამ ადამაძე - 20 მატჩი, 2 გოლი; რევაზ ღანიაშვილი - 9 მატჩი, გიორგი მჭედლიშვილი - 7 მატჩი, დავით უბილავა - 6 მატჩი, ბადრი ტეტუნაშვილი - 3 მატჩი, ბექა ბუაჩიძე - 1 მატჩი, გიორგი კალანდია - 1 მატჩი;

ნახევარმცველები:
გურამ გურეშიძე - 31 მატჩი, 1 გოლი; გიორგი ვასაძე - 28 მატჩი, 2 გოლი; გიორგი კორიფაძე - 27 მატჩი, 1 გოლი; ირაკლი ღიბრაძე - 22 მატჩი, 2 გოლი; შოთა დავლაშელიძე - 22 მატჩი, გიგა ჯუღელი - 9 მატჩი, გიორგი ჯანელიძე - 8 მატჩი, 2 გოლი; ანდრო სოფრომაძე - 5 მატჩი, ნოდარ იაშვილი - 4 მატჩი, გიორგი ბუნტური - 1 მატჩი, გიორგი გაგნიძე - 1 მატჩი;

თავდამსხმელები:
ელგუჯა ლობჯანიძე - 22 მატჩი, 4 გოლი; ლაშა გაბრიჭიძე - 18 მატჩი, 2 გოლი; ბესიკ ჩიმაკაძე - 16 მატჩი, 5 გოლი; ლევან კუხალეიშვილი - 14 მატჩი, 2 გოლი; ბექა ზაქრაძე - 7 მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოლნისის ”სიონი” - მუდმივი ცვალებადობა
რუსთავის "მეტალურგი" - ანტირეკორდების სეზონი
მარტვილის "მერანი" - შესაძლებლობის მაქსიმუმი
"ზუგდიდი" - კარგი დასაწყისი და საშინელი დასასრული
საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ
"ზესტაფონი" - ყველაზე წარუმატებელი სეზონი
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული