ფოთის "კოლხეთმა" დათა სიჭინავას დუბლით ცხინვალის "სპარტაკს" მოუგო

AutoSharing Option
6 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტური ორი მატჩით გაიხსნა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გამარჯვებაში ლომის წილი დათა სიჭინავამ დაიდო, რომელმაც ჯერ მე-40 წუთზე ანგარიში გახსნა, 77-ეზე კი დუბლი შეასრულა. ცხინვალელთაგან ერთი ბურთი მერაბ გიგაურმა 42-ე წუთზე გაიტანა.

უგოლოდ დასრულდა შეხვედრა ქობულეთში, სადაც ბათუმის "დინამო" "შუქურას" მდაუპირისპირდა.

ტურის დანარჩენი ექვსი შეხვედრა კვირას, 7 დეკემბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XV ტურის წინ: ვიდრე წელიწადს და ჩისკოს
გავაცილებდეთ
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმერული მადლობა ფოთელებს!ვულოცავ!
ჯანგო
19:35 06-12-2014
0
ვულოცავ ფოთის "კოლხეთს".
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული