25 იანვარს, ლიგა ენდესას მე-19 ტურში გიორგი შერმადინის მეცადინეობით "იბეროსტარმა" გასვლაზე უპრობლემოდ მოუგო "ბურგოსს" - 70:54.
რა თქმა უნდა, მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე ჩვენებური იყო. გიორგიმ 22:58 წუთში 17 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო), 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტედ მაკფადენი მასპინძელთა გუნდს 8 ქულით შეეწია.
"იბეროსტარი" 13 მოგებით კვლავ მეოთხე ადგილზეა და 2 თებერვალს "ბარსელონას" უმასპინძლებს, რომელიც "რეალთან" ერთად ლიდერია.