ბატონი გივი ქართული კალათბურთის გამორჩეული წარმომადგენელი იყო თავისი სათამაშო სტილითა და პიროვნული თვისებებით. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საყვარელი სპორტსმენი გახლდათ. 1977 წლიდან ბიჭიაშვილი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდებას ფლობდა, ხოლო 2017 წელს ის ქართული სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა.
ელეგანტური სათამაშო სტილითა და დახვეწილი თვისებებით გამორჩეული გივი
ბიჭიაშვილი წლების მანძილზე თბილისური საკალათბურთო პუბლიკის ფავორიტი გახლდათ. ის უდიდესი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდა გულშემატკივართა შორის და სპორტული ეთიკით დაჯილდოებული სპორტსმენი მოედნის გარეთაც გამორჩეული ჯენტლმენი გახლდათ. მისი თამაშის შემყურე ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა კალათბურთზე სათამაშოდ თუ არა, საყურებლად სიარული. სპორტის სასახლე სავსე იყო, როცა თბილისის “დინამო” თამაშობდა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ყურადღება გივი ბიჭიაშვილისკენ იყო მიმართული.
ბატონი გივი აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე საკალათბურთო პროცესებში. ის სუპერლიგის არც ერთ მატჩს არ აცდენდა, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრს საკუთარი, წონიანი სიტყვა ეთქმოდა მიმდინარე საკალათბურთო საკითხების გადაწყვეტისას და მის აზრს ყველა პატივს სცემდა და ითვალისწინებდა. ბატონი გივი გახლდათ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომისიის წევრი, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელების მიმართ სადისციპლინო სანქციების გამოტანაზე მეტად, ორიენტირებული იყო მათთან დიდაქტიკური მიდგომით. ბატონი გივი გმობდა უდისციპლინობას კალათბურთელებს შორის და მათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ღირებულ დარიგებებს აძლევდა.

გივი ბიჭიაშვილი ძალიან დააკლდება კალათბურთს, დააკლდება ქართულ სპორტს, თბილისს და მთლიანად საქართველოს. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი კალათბურთელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, საკალათბურთო და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.
ბატონი გივის გამოსვენება მოხდება ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლიდან, 14:00 საათზე.
პანაშვიდი: ნუცუბიძის I მიკრორაიონი, მე-3 კორპუსი, მე-7 სართული.
ბატონი გივის გამოსვენება მოხდება ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლიდან, 14:00 საათზე.
პანაშვიდი: ნუცუბიძის I მიკრორაიონი, მე-3 კორპუსი, მე-7 სართული.
GBF.GE