როგორც რაგბის კორესპონდენტი მეთ ჰარდი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, სამხრეთაფრიკელმა სპეციალისტმა იოჰან აკერმანმა საქართველოს რაგბის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა.
აკერმანი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ახალზელანდიურ საიტ iol.co.za-ს ესაუბრა და სწორედ იქ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას სთავაზობდნენ.
აკერმანი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველა მხცოვანი მოთამაშეა და "ქურციკების" რიგებში 37 წლის ასაკში ითამაშა, 2014 წელს ქვეყნის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
აფრიკელი მწვრთნელი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრიტანულ "გლოსტერში" მუშაობდა და კონტრაქტის ვადა ივლისში ეწურება.
მეთ ჰარდის ინფორმაციით, აკერმანს მაგიდაზე ედო ქართული
მხარის მიერ მომზადებული ხელშეკრულება, თუმცა იაპონური "რედ ჰარიქანის" გაწვრთნა არჩია, რადგან აზიელებმა უკეთესი პირობები შესთავაზეს.
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული გუნდიდან მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ გუნდს ლევან მაისაშვილი წვრთნის.
მომზადებულია rugger-ის მიხედვით