ციციპასმა და ზვერევმა მარტივად იმარჯვეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ საფრანგეთში მიმდინარე "როლან გაროსის" ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. 

ATP-ის რეიტინგის მე-6 ნომერმა ალექსანდრ ზვერევმა კლასიფიკაციის 46-ე ნომერი დავიდოვიჩ ფოკინა უშანსოდ, 6:4 6:1 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 

პირველ სეტში დაძაბული თამაშის შემდეგ გერმანელმა ჩოგბურთელმა მატჩში ყველანაირი სადავე ხელთ იგდო და 22 წლის ესპანელს მარტივად მოუგო. 


მეორე დაპირისპირება ATP-ის რეიტინგის ხუთეულის წევრებს შორის გაიმართა. ერთმანეთს ბერძენი სტეფანოს ციციპასი (5) და რუსი დანილ მედვედევი (2) დაუპირისპირდნენ. ბერძენი ჩოგბურთელი შესანიშნავი ფორმაშია, რასაც დანილზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. 

რაც შეეხება
შეხვედრას, ციციპასმა 6:3 7:6 7:5 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება. ახალგაზრდა ვარსკვლალვები ერთმანეთს 10 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაუპირისპირდებიან. 


ქალთა შორის მიმდინარე ტურნირზე თამარა ზიდანჩეკმა პაულა ბადოსა მძიმე დაპირისპირებაში 7:5 4:6 8:6 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ანასტასია პავლუჩენკოვა იქნება. რუსმა ჩოგბურთელმა ყაზახი ელენა რიბაკინა 7:6 2:6 9:7 დაამარცხა. შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება. 

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, მამაკაცთა შორის პირველი დაპირისპირება რაფაელ ნადალსა და დიეგო შვარცმანს შორის გაიმართება, მეორე თამაში კი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მატეო ბერეტინს შორის შედგება. 

ქალბატონებს შორის კორი გაუფი და ბარბორა კრეჟჩიკოვა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე შეხვედრა კი მარია საკარისა და იგა სვიატეკს შორის გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული