კომიდან გამოსული შუმახერის რეკორდი ჰემილტონმა დაამხო - 29 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. მსოფლიო თასის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" ურუგვაი პრემიალური ქულით დაამარცხა.

2. საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი საქართველოსა და ურუგვაის თამაშის შემდეგ რუსული სიმღერის ჩართვას გამოეხმაურნენ.


4. მსოფლიო თასის "ბორჯღალოსანთა" ქვეჯგუფის შეხვედრაში უელსმა ავსტრალია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

5. ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

6. ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში ავტოგოლი გაიტანა.

7. საბა ლობჟანიძემ დანიის პირველობაზე მეექვსე გოლი გაიტანა.

8. გიორგი ბერიძემ ბელგიაში ისევ გაიტანა.

9. თორნიკე
შენგელიამ "ბარსელონას" 16 ქულა ჩაუგდო, თუმცა მისი გუნდი ოვერტაიმში დამარცხდა.


11. 34 წლის ინგლისელმა მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა მიხაილ შუმახერის რეკორდი დაამხო იმ რბოლების მხრივ, რომლებშიც მინიმუმ 1 წრე ლიდერობდა. ბრიტანელის ანგარიშზე უკვე ასეთი 143 რბოლაა. ჰემილტონმა პოლ-პოზიციებით უკვე დიდი ხანია გაასწრო გერმანელს - 87:68, გამარჯვებებით მცირედით ჩამორჩება - 82:91, ასევეა პოდიუმების მხრივ - 147:155 და რაც მთავარია, ჩემპიონობის მხრივ - ჰემილტონი აქამდე 5-ჯერ გახდა ჩემპიონი (შუმახერი 7-ჯერ), 2019 წლის სეზონის ბოლომდე 5 რბოლით ადრე კი ფორმულა 1-ს 83-ქულიანი სხვაობით ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული