ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს შეხვდა და პირველივე პერიოდში 0:11 წააგო.
მაქარაშვილი შესაძლოა რეპეშაჟში გადავიდეს თუ ჰასანოვი მედლისთვის ბრძოლას გააგღძელებს.
აქამდე მაქარაშვილი საკვალიფიკაციო წრეში ისვენებდა, ხოლო მერვედფინალში ბულგარელ გეორგი ივანოვს შეხვდა და 13:8 მოიგო.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.