სუპერლიგის 24-ე ტურის ოთხივე მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა და ის გამოდგა რეკორდული. "კაკტუსისა" და "სოხუმის" მატჩში მიმდინარე სუპერლიგის რეკორდები მოიხსნა ჩაგდებულ ქულებში, მოხსნებში, პასებში და კიდევ სხვა დეტალურ მაჩვენებლებში.

ამავე დროს, ამ შეხვედრაში დაფიქსირდა სეზონის ყველაზე დიდი სხვაობა, რამაც "კაკტუსი"-"სოხუმს" ყველაზე უინტერესო მატჩის სტატუსი მიანიჭა.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა "კაკტუსმა" გია კაზანჯიანის "სოხუმს" 61 ქულის სხვაობით - 134:73 მოუგო. მიმდინარე ჩემპიონატში არც ერთ გუნდს ჩაუგდია ამდენი ქულა და არც ამხელა სხვაობა დაფიქსირებულა.

პირველი პერიოდის შემდეგ "კაკტუსი" უკვე 23 ქულით იგებდა, რის შემდეგაც მატჩმა ინტრიგა დაკარგა და უინტერესო ბურთაობაში ჩამთავრდა, რასაც უფრო ვარჯიშის სახე ჰქონდა, ვიდრე ოფიციალური მატჩისა.

ამის მიზეზი სოხუმელთა უკიდურესად დასუსტებაა. გუნდი ისედაც აუტსაიდერია, მიმდინარე სეზონში 1 გამარჯვება აქვს და სუპერლიგიდან გავარდნას ვერ გადაურჩება. ასეთ ვითარებაში, სოხუმელებს ლეგიონერებიც გამოაკლდათ - ზოგი ტრავმის, ზოგიც გუნდიდან გაშვების გამო.

შესაბამისად, სოხუმელები დარჩნენ ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელების იმედად, რომლებმაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს საკმაოდ ძლიერ და ოთხეულში გასასვლელად მებრძოლ "კაკტუსს".

გამარჯვებულთაგან 27 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე, ხოლო საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ტერიკ ბრიჯმენმა დააფიქსირა - 23 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი.

16 ქულა მოაგროვა ლევან გოგალაძემ, ხოლო 14 - ჯონ მიჩელმა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა კრისტიან ჯონსონიც, რომელმაც 12 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. "სოხუმში" 26 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 18 ქულა სერგო ათუაშვილის აგნარიშზე დაგროვდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება