ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" გვაუწყა, რომ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა, საიდანაც 2 ლეგიონერია.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზღვისპირულ გუნდში ჩაირიცხა, 18 წლის ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონია.

ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. მასთან ოფიციალური შრომითი ხელშეკრულება 2-წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ბათუმელთა რიგებს შეემატა 27 წლის ბელორუსი გოლკიპერი ანტონ ჩიჩკანი. მან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა გახანგრძლივების პერსპექტივით.

ჩიჩკანი გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა ეროვნული ლიგის არცერთ შეხვედრაში არ უასპარეზია.

მას კარიერის განმავლობაში რუსული "უფას", ბელორუსული "ბატეს", ასევე "სმოლევიჩის" ღირსება დაუცავს.

"დინამოში" მისული კიდევ ერთი ლეგიონერი 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი (იხილეთ სტატიის ფოტოზე) გახლავთ. მანაც ჩიჩკანის მსგავსი კონტრაქტი გააფორმა.

ჰაიდინი მთელი კარიერის განმავლობაში სამშობლოში თამაშობდა და ბოლოს "ვოზდოვაცში" ირიცხებოდა. უასპარეზია ასევე "ცრვენა ზვეზდაში", სერბულ "სპარტაკში", "პაზოვაში", "ბასკსა" და "ზემუნში".

აქვე გვეტყვით, რომ "დინამოს" რიგები უკრაინელმა მცველმა ოლეკსანდრ აზაცკიმ დატოვა. 28 წლის ფეხბურთელმა ბათუმელთა მაისურით 65 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგებაც იზეიმა.

ზურა
ისევ ბაგრატიონი თუ უშველით..ის ორი რატომ დაიმატეს არ ვიცი ახალგაზრდა და პერსპექტიულები არ არიან სათანადო გამოცდილებაც არ აქვთ..მიზანმიმართულად ხდება ასეთი ლეგიონერების ჩამოყვანა ჩვენ გუნდებში, მაგრამ მიზანს ვერ ვხვდები, ფულს ათეთრებენ თუ რას შვებიან.
კახა ქ.
სად პოულობენ ამ ფეხბურთელებს გაუგონარ კლუბებში რომ თამაშობდნენ.ვინ ურჩევს ამათ როგორ მაინტერესებს.
ოქუნოვი
ბაგრატიონი თუ ააშენებს ბათუმის დინამოს.
Merabi batumi
Ase araferi gamova arhil isev havijvamt tan naadrevad.
Მეკობრე
რომ არა დინამო თბილისი,დინამო ბათუმი არსებობას შეწყვეტდა
გადაძეძგილი ტრიბუნები
წვიმას გავექეცი,ჟოლაბს შაუჯექი-ო
Ლ.გიო
რა იყო ბათუმი დინამოს სტადიონთან ხართ ჩასაფრებული რო ვინმე გამოვიდეს გარეთ დინამო თბილისიდან რო ბათუმში წაიყვანოთ?მეტი არ შეგიძლიათ?ერთი ფეხბურთელი ვინმე იყოლიეთ გუნდში ბათუმელი წამლად თქვე დალოცვილებო.ერთი ფეხბურთელი გაზარდეთ ვინმე,ასე უნდა იყოთ ჩასაფრებული დინამოს საწრთვნელ ბაზასთან,იქნებ ვინმე დაითრიოთ? როდემდე უნდა გასაზრდოვოთ დინამო თბილისმა?აუ გადაჭედილი ტრიბუნები და გადაჭედილი ტრიბუნები...ერთი ბათუმელი აღზარდეთ თორე რა აზრი აქ გინდა გუნდის ყოლას გინდა ტრიბუნების გადაჭედას. P.S.მამუჩაშვილს მიხედეთ თორე გადაიბირა მან.სიტიმ იცოდეთ
ბათუმს ქათქათას
ჰოოო...აი ტრანსფერები!აი გაძლიერება!ეხლა კი გაიწიეთ ყველა...отайдите а то я за себя не отвечаю! ეხლა დაერხა დინამო თბილსს!!!
Უჩა
საქართველო არის აფერისტების ქვეყანა. სადაა ბათუმის დინამოს პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის აჟღერებას რომ პირდებოდა ხალხს?
რაბუ
ეჰ რა იმედი მქონდა რომ დინამო თბილისის გზას არ გაჰყვებოდა ეს გუნდი და ჭ კლასი არ იქნებოდა
Aba hee
უკვე 3 ლეგიონერი დაიმატეს მაგრამ არცერთი არაა ბათუმის დინამოს შესაფერისი ფეხბურთელი,კატასტროფაა,აი 18 წ ბაგრატიონი კი კარგია
Givi
Transfermarktze 150 atasad shefasebuli ra unda ikos? Am fasad aris bolnisis sionis naxevari gundi shefasebuli da barem iqedan gadmoekvanad vinmee...nu ar vici daiwko isev memgoni arafrismtqmeli satransfero ambebi da shedegebi ra iqneba ukve vxvdebit kvela...gmertma qnas vcdebode.
bejo
ერათი 10 კაცი კიდე უნდა დაიმატონ ამათზე კვალიფიციურები რომ რამე გამოვიდეს ... ამათ შეცვლაზე თუ გამოიყენებ ... აზაცკი რაც წავიდა უკვე იმედის მომცემია ... ნავალაც ვეღარ იყო ხოდზე ასე რომ კაი წასასვლელები მაინც რომ წავიდნენ ...
beqa
ყველაზე უფრო მომწონს, ბათუმი გაძლიერდას რო წერენ :))) ვისი მოტყუება უნდათ?! მოყავთ კატასტროფა ლეგიონერები ნახეთ რა საშინელი სივიაქვთ როგორც დისციპლინით ისე საქმისადმი მიდგომით ამ ორ არფელის ნაცვლად ერთი მოიყვანო ხო ჯობია?
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამო" 27 წლის მეკარით გაძლიერდა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ქართველებს ხელფასს უხდიდნენ, უცხოელებს - არა..." - ანტონ ჩიჩკანმა ბათუმის "დინამოს" უეფაში უჩივლა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა