საქართველოს განვითარებადი 7-კაცა დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ხანმოკლე შეკრებაზე შევიდა. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები 2024 წლის მსოფლიო სერიის ჩელენჯერისთვის ემზადებიან, მანამდე კი დუბაის საერთაშორისო წვეულ (International Invitation Men) ტურნირზე ითამაშებენ.

International Invitation Men-ი დუბაიში მსოფლიო სერიის პარალელურად იმართება და მასში წვეული გუნდები იღებენ მონაწილეობას. განვითარებადი საქართველო 1-ელ დეკემბერს ორ შეხვედრას გამართავს – Sydney7s-თან და Froggies-თან; 2 დეკემბერს კი Matakesi-ს და ირლანდიის მეორე ნაკრებს ერკინება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო და ვინ იქნებიან მისი მეტოქეები პლეი-ოფში.

„დუბაიში მეორე დონის ტურნირს ვთამაშობთ, რომელშიც მეტოქეებად საკმაოდ ძლიერი გუნდები გვეყოლება. ამ ტურნირს გერმანია, კენია და სხვა გუნდები, ჩვენ მსგავსად, ჩელენჯერისთვის მოსამზადებელ ეტაპად იყენებენ, ირლანდია, საფრანგეთი და სხვა წამყვანი გუნდები კი უახლოესი რეზერვით თამაშობენ“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ბესო ხამაშურიძე, რომელმაც დუბაის ტურნირისთვის უკვე შეარჩია 13 მოთამაშე.

„გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. ორი ბიჭი დავიმატეთ 20-წლამდელთა ნაკრებიდან. მათ 7-კაცას გამოცდილება არ აქვთ, თუმცა კარგი მონაცემებით გამოირჩევიან. დუბაის ტურნირი სწორედ სელექციას და გამოცდილების შეძენას ემსახურება“ – აღნიშნავს ხამაშურიძე.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს 7-კაცამ პროფესიონალიზმისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა და ხუთი მოთამაშე დააკონტრაქტა – ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი კოშაძე და სერგი ჩხაიძე. ისინი კვირის განმავლობაში 7-კაცასთვის საჭირო ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას გადიან, სათამაშო პრაქტიკისთვის კი დიდ 10-ში თავ-თავიანთ კლუბებს ემატებიან. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ 7-კაცას ვარჯიშები კვირაში ორჯერ უტარდებათ.

ჩვენი 7-კაცა დუბაიში 29 ნოემბერს მიემგზავრება.

საქართველოს 7-კაცა დუბაიში: ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, ირაკლი სიმსივე, იაგო გელაძე, დავით კენჭოშვილი, სოსო მათიაშვილი, გიორგი კოშაძე, სერგი ჩხაიძე, საბა არჩვაძე, რომა მახათაძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გაგა ქევხიშვილი, ოთარ მეტრეველი.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

სოსო
ჩემი ნება რომ იყოს,ქართველ უკანახაზელებს და უფრო მოძრავ ბიჭებს,სავალდებულოდ გავუხდიდი,7 კაცა რაგბის გუნდში თამაშს.თავისთავად 7 კაცაც საინტერესო თამაშია და დიდ რაგბიშიც,ძალიან დაეხმარებათ.გასაგებია,რომ 15 კაცაში ძალიან იტვირთებიან,მაგრამ კვირაში ორი დღეს,რომ ოფიციალურად 7 კაცაზე გადართვა და იქ ვარჯიშ-თამაში დაუწესდეთ,ვფიქრობ უფრო უკეთესი შედეგი ექნებათ,ორივეგან. უტოპიაა?შესაძლოა,მაგრამ ეს ორივე სახეობას წაადგება და მოსინჯვად,თუნდაც რამდენიმე გუნდის მიერ,ალბათ ღირს.
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის