ბაჰრეინის წინასასეზონო ტესტები გრძელდება
ბაჰრეინში გაგრძელდა წინასასეზონო ტესტების მეორე სერია. პირველი დღის შემდეგ ინჟინრებმა მთელი ღამე ორ ცვლად იმუშავეს და ოთხშაბათს წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა სცადეს. შედეგად, 19 თებერვალს ყველა გუნდი გავიდა ტრასაზე. მართალია, ხარვეზები ისევ იყო, მაგრამ განვლილი საერთო დისტანციის მხრივ, დღე საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა: ოთხშაბათს პილოტებმა 482 წრე დაფარეს, 19-ში - 676.

ექვს გუნდში შეიცვალა პილოტი: "უილიამსის" საჭესთან ვალტერი ბოტასი ვიხილეთ, "ტორო როსოში" - ჟან-ერიკ ვერნი, "მერსედესში" - ნიკო როსბერგი, "ზაუბერში" - ესტებან გუტიერესი, "მარუსიაში" - მაქს ჩილტონი და "კატერჰემში" - კამუი კობიაში.

დილით გუნდებმა გააგრძელეს მუშაობა სისტემების საიმედოობაზე, აეროდინამიკაზე, "პირელის" ახალ საბურავებზე; დღის მეორე ნახევარი კი წრეების გრძელ სერიას დაეთმო.

თუ ხერესის ტესტებზე ტექნიკური პრობლემები "რენოს" ძრავებით აღჭურვილ ბოლიდებს ჰქონდათ, 19 თებერვალს სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ის გუნდები, რომლებიც "მერსედესის" ძალისმიერ აგრეგატს იყენებენ. დილით კევინ მაგნუსენმა "მაკლარენის" მანქანით რვა წრე გაიარა და შემდეგ დიდი ხანი აღარ დაუტოვებია ბოქსები. ნიკო როსბერგმა ორჯერ გააჩერა ტრასაზე თავისი "მერსედესი" და ტრასის მომსახურე პერსონალს წითელი დროშების აფრიალება მოუწია. კიდევ ორჯერ შეწყდა სესია "ზაუბერისა" და "ტორო როსოს" პრობლემების გამო.

საუკეთესო დრო "მაკლარენის" დებიუტანტმა კევინ მაგნუსენმა აჩვენა, რომელმაც წრეების მოკლე სერიისას, Soft-ის საბურავით წუთი და 34.190 წამი დააფიქსირა. ყველაზე გრძელი დისტანცია კი "უილიამსის" პილოტმა ვალტერი ბოტასმა გაიარა. ბაჰრეინის ტესტები 20 თებერვალს გაგრძელდება.

II დღე

1. მაგნუსენი (McLaren) 1:34.910 (46 წრე)

2. ჰიულკენბერგი (Force India) +1.535 (59)

3. ალონსო (Ferrari) +1.606 (97)

4. როსბერგი (Mercedes) +2.055 (85)

5. ბოტასი (Williams) +2.418 (116)

6. კობაიაში (Caterham) +4.945 (66)

7. ფეტელი (Red Bull) +5.430 (59)

8. ვერნი (Toro Rosso) +5.699 (58)

9. გუტიერესი (Sauber) +5.807 (55)

10. გროსჟანი (Lotus) +6.760 (18)

11. ჩილტონი (Marussia) +7.601 (17)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ფორმულა 1: კევინ მაგნუსენი გადარჩა
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1: "მაკლარენი" დაკომპლექტდა
ფორმულა 1: უსპონსორო ვერცხლისფერი "მაკლარენი"
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
ოფიციალურად: მაგნუსენი "მაკლარენშია"!
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ᔤ
ოფიციალურად: მასა "უილიამსშია"