უკვე 120 სპორტსმენს დაუმტკიცდა მელდონიუმის გამოყენება, აქედან 27 რუსია
რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო დარწმუნებულია, რომ აკრძალულ პრეპარატ მელდონიუმზე ჩავარდნილი სპორტსმენების რიცხვი გაიზრდება.

"ჩვენი მიზანია - გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას და რეალობას ფხიზელი გონებით შევხედოთ. იმედი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან და საერთაშორისო ფედერაციებთან კონკრეტული თანამშრომლობაა. ეს პრობლემა მხოლოდ რუსეთს არ შეეხო, არამედ ათეულობით სხვა ქვეყანას. დღეს უკვე 120 სპორტსმენს დაუმტკიცეს მელდონიუმის მიღება, აქედან 27 რუსი სპორტსმენია. ვფიქრობ, ეს სია გაიზრდება", - აღნიშნა მუტკომ.

ამასობაში, ბრიტანულმა გაზეთმა "თაიმსმა" საკუთარი გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა რუს მოცურავეების მიერ აკრძალული პრეპარატების სისტემატიური მოხმარების ფაქტები.

ინგლისელი ჟურნალისტების აზრით, სადოპინგო კანონმდებლობის დარღვევა უკავშირდება სპორტული ექიმის სერგეი პორტუგალოვის სახელს. ადრე, ეს სპეციალისტი ფიგურირებდა რუსი მძლეოსნების გარშემო ატეხილ სკანდალში. დღეს, რუს მძლეოსნებს აკრძალული აქვთ საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა.

"თაიმსი" აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, რუსმა მოცურავეებმა 40 დადებითი სინჯი ჩააბარეს და ეს "რეკორდია მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის".

გაზეთის მიერ ჩატარებული კვლევები გაგზავნილია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში, რომელმაც გამოაცხადა, რომ თუ ფაქტები დადასტურდება, რუსი მოცურავეების მიმართ სანქციები იქნება გამოტანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
რუსეთს ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობა აღარ უნდა
რუსეთი მუნდიალის გარეშე? რუსული დოპინგით ფიფაც დაინტერესდა
რუსი სპორტსმენები მორიგი მასშტაბური დოპინგ-სკანდალის ცენტრში მოექცნენ
მახათაძე და სხვები - სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველების სიმბოლური ნაკრები
ვლადიმირ პუტინი რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტის გამკაცრებას ითხოვს
გრიგორი როდჩენკოვი: პუტინმა ყველაფერი იცოდა დოპინგზე