3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დისკვალიფიცირებული კაშიასა და კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე სომხეთი 3:0 დაამარცხა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და პირველი მომენტი შექმნეს - ჩაკვეტაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში ივუსთან ბრძოლაში გაზონზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქე თავს კომპაქტურად იცავდა და ჩვენს გუნდს მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. ისევ ჩაკვეტაძემ იაქტიურა, დაარტყა კიდეც და ბურთი მეკარე ჩანჩარევიჩმა ფეხით მოიგერია. შემდეგ ქოჩორაშვილი შეიჭრა საჯარიმოში, ჯერ მიზანს ვერ უწია, ცოტა ხანში კი მან „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ,
თუმცა სევიკიანს მამარდაშვილმა არ გაატანინა. მერე სომხების კარი მიქაუტაძემ დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში დავითაშვილის კარგ შეტევას შედეგი არ მოჰყვა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩაკვეტაძის დიდებული დრიბლინგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კიტეიშვილის, ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე მექვაბიშვილი, წიტაიშვილი და ზივზივაძე შეუშვა, ხოლო 5 წუთის შემდეგ ტრავმირებული ლოჩოშვილი დვალით შეცვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა თბილისში 23 მარტს გაიმართება.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
სომხეთი - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (33), 0:2 მიქაუტაძე (37), 0:3 მიქაუტაძე (59)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (დვალი 70), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 75), კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 65), დავითაშვილი, ჩაკვეტაძე (წიტაიშვილი 65), მიქაუტაძე (ზივზივაძე 65)

altსანიოლი: ფეხბურთი ვითარდება და სიახლეებიც საჭიროა!

მკითხველის კომენტარები / 77 /
ბომბარდირიიი !!! შიგ ვან სხიპში გადუბლა მოგებაზე მეტად ეგ გამიხარდა, კინაღამ ფეხბურთელი დაგვიკარგა იმ @%^#...
ბობ
23:06 20-03-2025
2
პირველ რიგში გილოცავთ ნაკრების გამარჯვებას. აშკარად კლასით მაღალი გუნდი გვყავს... შემადგენლობას რაც შეეხება დვალი უფრო უხდება ნაკრებს ვიდრე ლოჩოშვილი, კვეკვეს ადგილს სკამზეც ვერ ვხედავ... დავითაშვილი სკამიდან უფრო კარგად შემოდის... ამ ტაქტიკაში კარგად ჩაჯდება ლობჟანიძე და არაა დასაკარგი ფეხბურთელი მისი სისწრაფე გამოადგება ნაკრებს.. თბილისში უფრო დიდი ანგარიში მოვიგებთ!!!!!!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული