სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩის 6:1 მოგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღეს ბევრი სანაკრებო შეჯიბრია და ყველგან საუკეთესო შედეგის მიღწევა გვსურს. B ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით. პირველი ტაიმით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ. ანგარიშისა და შეცვლების გამო, იმ ინტენსივობით მეორე 45 წუთის გაგრძელება იოლი არ იყო. ბიჭები შეცვლაზე კარგად შევიდნენ და შეკრებას კარგ ხასიათზე ვასრულებთ.

მიქაუტაძე ჯერ ახალგაზრდაა და მისი საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ წინაა. ევროპის ჩემპიონატმა მას თავდაჯერება კიდევ უფრო შემატა. როგორც გოგლიჩიძემ,
ასევე ლოჩოშვილმა ერევანში კარგად ითამაშეს, თანაც ერთად პირველად გამოვიდნენ. დღეს კაშია იყო და მისი შესაძლებლობები ყველამ ვიცით. კმაყოფილი როგორც დაცვით, ასევე ნახევარდაცვით ვარ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით, დაცვაში გვყავს როგორც ვეტერანები, ასევე გოგლიჩიძე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.

ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უპირატესობა ექნება, ფეხბურთელებს დავუთმობთ. ეს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებულია.

მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია. ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ. შესაძლოა, გულდაწყვეტილნი იყვნენ, მაგრამ გუნდში მუშაობა უნდა გააგრძელონ და შანსს ისევ მიიღებენ.

ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდებს შევხვდებოდი, რადგან ესპანელებს ბოლო დროს ბევრჯერ დავუპირისპირდით და ეს სიახლე იქნებოდა. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ. 3-4 წლის წინ 3 მცველით თამაში ფეხბურთელების რესურსიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ახლა სიტუაცია იცვლება, გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი ბევრს თამაშობენ. ეს ტაქტიკის შერჩევაში მრავალფეროვნებას მოგვცემს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
გოგლიჩიძე ძალიან მაგარია, მე კი მექვაბიშვილმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. მუდმივად მოძრაობდა. კვეკვესკირსა და მექვაბას შორის სხვაობა ძალიან დიდია.
დიმა
21:11 23-03-2025
2
დროა გურამ კაშიას მადლობა ვუთხრათ და დავემშვიდობოთ, სისწრაფე დაკარგული აქვს. შტაბში დანიშნონ კარიერის მერე და მცველებს ასწავლოს. ლაცაბიძისთვის უნდა მიეცა მცირე სათამაშო წუთები. კვეკვესკირზე აღარაფერს ვამბობ, მადლობა პენალტისთვის, მაგრამ ნაკრების დონეს ვეღარ აკმაყოფილებს. შენგელია ზედმეტია, უთამაშებელი არაბიძე ჯობია მაგას კიდე. ამ თამაშებში გამოჩნდა, რატო უნდა იყოს აზაროვი მარცხენა მცველად. წიტაიშვილი ცვლილებებზე უნდა შედიოდეს, ოღონდ შეტევაში. მადლობა ნაკრებს და განვითარების და კიდე უკეთესის იმედს ვინარჩუნებთ.
ალფა
21:20 23-03-2025
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული