"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურასთან" დამარცხებაზე კომენტარი "ბეითარის" მწვრთნელმა გაი ლუზონმა გააკეთა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში ერთი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა. მაშინ მოვიგებდით. 62-ე წუთზე კი დავწინაურდით, მაგრამ შემდეგ "ჩიხურამ" საერთოდ გამოგვთიშა თამაშიდან.

თავს ვერ გავიმართლებთ. უკანასკნელი 15 წუთი ჩავაგდეთ. დავმარცხდით, გამოვარდით, ახლა ტირილის დრო არაა. ისრაელის ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია.

რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე. ჩვენ ღირსეულად დავბრუნდებით და გულშემატკივრებსაც დავიბრუნებთ.

მე დავრჩები და რაც შემიძლია, სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებ".

ცნობისათვის, "ბეით
არი" ევროტურნირების პირველი რაუნდიდან აქამდე არასოდეს არ გამოვარდნილა და ეს პირველად სოსო ფრუიძის შეგირდებმა მოახერხეს.

altყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი რას ნიშნავს გუნდის ბირთვის შენარჩუნება და შეთამაშება გამოაგდეს გუნდი რომლის ბიუჯეტი 25 მილიონია ანუ რაც ჩვენ პირველ და მეორე ლიგას ერთად აღებულს აქვს .
კიბატონო არც ჩიხურა წყვეტს ვარსკვლავებს მაგრამ არც გვარცხვენს როგორც ვითომ ორი დღით გაძლიერებული ტორპედო კიდევ ერთხელ ულოცავ ბიჭებს დამსახურებულ გამარჯვებას და მარიბორთანაც ვცადოთ ვნახოთ რა გამოვა და თუ არ გამოვა კრიტიკის საფუძველი არ იქნება განსხვავებით ტორპედო სამტრედია და უნიჭო ფიფიასგან( შეგნებულათ არ ვწერ დინამოს) ტანდემისგან
LIVE
15:45 21-07-2018
0
იმდღეს ქუთაისი და სამტრედია ვახსენე,რომ გვარცხვენენთქო და აქ როგორც ყოველთვის ვიღაც გამომიხტა,რა გეოგრაფიულად ანსხვავებო თუ რაღაც მაგდაგვარი,მე მივწერე რომ საჩხერე რო დღეს განადგურდეს ამ გუნდის მიმართ საყვედურის უფლებაც არ მაქვს მეთქვი რადგან არ შევურცხვენივართ,მაგრამ ვენაცვალე მათ,რომ მართლაც ჯიგრიანი გუინდია სოსოსთან ერთად,ამ კრიზისის მიუხედავად ამ გუნდმა არ შეგვარცხვინა და პირდაპირ შემიძლია ვთქვა,რომ რაც ქართული ფეხბურთი ხავსს ეკიდება მასშემდეგ ზესტას ამერს და საჩხერეს არასდროს არ შევურცხვენივართ და ვენაცვალე ამ გუნდსს....
sagol dzmao
18:24 20-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული