სპალეტის სიხარულის და სიმწრის ცრემლები "მარადონაზე" - რა იხილა გუშინ ლუჩანომ?

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლისა" და "ფროზინონეს" ფრედ დასრულებულ მატჩს (2:2) ნეაპოლური გუნდის ყოფილი და იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაესწრო.

რაც "ნაპოლი" დატოვა, სპალეტი პირველად მივიდა "დიეგო მარადონაზე" და გულთბილი შეხვედრაც მოუწყვეს: სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ტრიბუნაზე განსაკუთრებული სტუმარი იმყოფებოდა, ის ტაბლოზე გამოაჩინეს, მაყურებლები ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციები გაუმართეს.

Sportall.Ge

ლუჩანოს თვალზე ცრემლები მოადგა და შემდეგ იხილა, რა დღეში ჩააგდეს თავისი ყოფილი გუნდი - არასრულ სეზონში მესამე მწვრთნელის დანიშვნით და უაზრო ტრანსფერებით.

ნამატჩევს "სკუადრა აძურას" თავკაცი თავის საყვარელ რესტორან Cicciotto a Marechiaro-ში
წავიდა და იქაც ყურადღების ცენტრში მოექცა. მას ყველა ესალმებოდა, სურათის გადაღებას და ავტოგრაფებს სთხოვდა, თავად კი მშვენიერ ხასიათზე გახლდათ, ნეაპოლელებს სიყვარულში გამოუტყდა და რესტორნის მზარეულებს კერძები შეუქო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სპალეტი პატივს სცემდა პრფესიონალიზმს. გუნდის დაკომპლექტება თამაშისათვის, გრძელი სათადარიგო სკამი, ამოცანების სწორად დასმა სპალეტის პლიუსებია. ერთი რაც ვერ შეძლო, გუნდის პატრონთან საერთო ენის პოვნა იყო. გულშემატკივრებს უყვართ სპალეტი დამსახურებულად.
ლევანი
19:55 27-05-2024
0

17:50 27-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული