ამერიკის ნაკრები ზედიზედ მეორედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს ოლიმპიადის მოსამზადებელ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მეორე საგამოფენო შეხვედრაც წააგო. ნიგერიის (87:90) შემდეგ ამერიკელები ავსტრალიელებთან დამარცხდნენ - 83:91.

ისევე, როგორც წინა შეხვედრაში, გრეგ პოპოვიჩის გუნდი პირველ ნახევარში მშვენივრად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმიდან კი მათ თამაშში თითქოს თავს გადაღლილობა იჩენს. ავსტრალიელებმა მესამე პერიოდი 32:18 მოიგეს.

შეერთებული შტატების ძირითად ხუთეულს ბრედლი ბილი, კევინ დურანტი, ჯერემი გრანტი, დრეიმონდ გრინი და დემიენ ლილარდი შეადგენდნენ. უკანასკნელ წუთებში შეხვედრის გადარჩენა დურანტსა და ლილარდს შეეძლოთ, თუმცა მათ ბურთის მეტოქის კალათში მოთავსება ვერ მოახერხეს.

ავსტრალიელთა რიგებში საუკეთესო
პატი მილსი იყო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო და 6 სამქულიანი ზუსტად ისროლა. ჯო ინგლესის ანგარიშზე 17 ქულა იყო. დამარცხებულთა რიგებშიც იგივე საუკეთესო შედეგი იყო - დამიან ლილარდს 22 ქულა, კევინ დურანტს კი - 17.

ამერიკელები 14 ივლისს არგენტინინასაც დაუპირისპირდებიან. ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზე მათი მეტოქეები საფრანგეთის, ირანისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.

altნამდვილი კალათბურთი მოედანზე! დაძაბულობა, კამათი, აგრესია და რაც მთავარია, დიდებული დაცვა [VIDEO]

altზედიზედ მე-15 წაგება.. ტეხასში კალათბურთის მხოლოდ მოგონებები დარჩა [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს შემთხვევითი არაა.ვერ მოიგებს ოლიმპიადასო რომ თქვა,ვინ გინდა ჩათვალო კონკურენტად.ესპანეთი?ავსტრალია?თუ ლუკა თავისი სლოვენიით
Master
14:24 13-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული