მთვრალი რუსი მოკრივეები მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს დაერივნენ - 25 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ოფიციალურად: უეფამ მესამე საკლუბო ტურნირი შექმნა.

2. რაგბის მსოფლიო თასზე, "ბორჯღალოსნების" ქვეჯგუფში პირველი სენსაცია მოხდა, ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა.

3. გოგა ბითაძემ მოკლე ინტერვიუ მისცა "ინდიანას" ვებგვერდს.

4. World Rugby-მ შალვა მამუკაშვილს სტატია მიუძღვნა.

5. ნიკა ბაჩიაშვილმა კატედთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.

6. "მსოფლიო რაგბიმ" მილტონ ჰეიგს სტატია მიუძღვნა.

7. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კრივში განაცხადა, რომ დედამიწა ბრტყელია.

8. მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი გერმანიის ნაკრებს "დაემუქრა".

9. ლიეტუვის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მკვდარი იპოვეს.

10. საქართველოს ფუტსალის ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა.

11.
ნიკარაგუელმა ფეხბურთელმა ფიფა მესის სასარგებლოდ ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა.

12. "რეალმა" ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით გაიმარჯვა და გალიდერდა.

13. "ინტერმა" მეხუთე მატჩიც მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა.

14. გიორგი ქვილითაიამ ბელგიის თასზე დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

15. საბა კვირკველია მოედანს დაუბრუნდა, თუმცა მისი "ლოკომოტივი" რუსეთის თასიდან გავარდა.

16. თასის ნახევარფინალისტები გაირკვა - კვასხვაძე პენალტების დიდოსტატია.

17. ბელგიური გამოცემა nieuwsblad-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 1 თვეში, "ვოლფსბურგთან" მატჩში დაუბრუნდება.

18. რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში, 19-20 სექტემბერს რუსეთის ნაკრების მთვრალი წევრები ეკატერინებურგის ერთ-ერთი სასტუმროში ერთმანეთს დაერივნენ და მათი გაშველება მხოლოდ სახელმწიფო გვარდიის წარმომადგენლებმა მოახერხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული