ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. საქართველოს ეროვნული ლიგის შეხვედრაში "ჩიხურამ" "რუსთავი" 95-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა, ხოლო "ვიტ-ჯორჯიასა" და "სიონს" შორის შეხვედრა, როგორც "დილა" - "დინამო ბთ", უგოლო ფრით დასრულდა.

2. რაგბის მსოფლიო თასზე უელსმა საფრანგეთს 1 ქულით აჯობა, იაპონიამ კი სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.

3. ინგლისში FA CUP-ის შეხვედრა რასისტული მოქმედებების გამო შეწყდა.

4. სერია A: "ინტერმა" 7-გოლიან შეხვედრაში იმარჯვა, "მილანმა" "ლეჩეს" ვერ მოუგო.

5. ჯიმი ტაბიძემ რუსეთში და დავით სხირტლაძემ პოლონეთში საგოლე პასები მიითვალეს.

6. ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა მორიგი
გამორჩეული მატჩი ჩაატარა
.

7. თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო.

8. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ, რომელიც იანვარში კარიერის დასრულებას აპირებდა, ანტვერპენის ტურნირის ფინალში სტანისლას ვავრინკა 3 სეტში (3:6, 6:4, 6:4) დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.

9. საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, გუნდურ ტურნირში მე-3 ადგილი დაიკავა. პირველ ეტაპზე ქართველმა ძიუდოისტებმა მასპინძელ მაროკოს 4:1 მოუგეს. ამავე ანგარიშით დაამარცხეს ბრაზილიის ნაკრები შემდეგ ტურში, ნახევარფინალში კი რუსეთთან 3:4 დამარცხდნენ. ანგარიში საყაიმო იყო, როცა დამატებითი ორთაბრძოლა დაინიშნა და -90 კგ კატეგორიაში ლაშა ბექაური მეორედ დამარცხდა ლარსანოვთან. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში კი ქართველებმა გერმანიას 4:1 მოუგეს.

10. EL MUNDO-ს ინფორმაციით, ზინედინ ზიდანისთვის "გალათასარაისთან" გასამართი მატჩი "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო იქნება და მას ჟოზე მოურინიო შეცვლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული