საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ დანიასა და პოლონეთს ისევ "ეთნიკოსი" არჩია
ნიკა კაჭარავა ახნას "ეთნიკოსში" რჩება. არადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ფორვარდი კვიპროსულ გრანდებს, ასევე, დანიურ და პოლონურ კლუბებს სურდათ.

როგორი იქნება ფეხბურთელის მომავალი? ეს კითხვა თავად ნიკასთვის გვსურდა, დაგვესვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდით და მამას, კახა კაჭარავას ვთხოვეთ კომენტარი:

"ამ ეტაპზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნიკა სეზონის ბოლომდე დარჩეს "ეთნიკოსში". მის მიმართ იყო ინტერესი, მაგრამ ახლა ასე ვამჯობინეთ. საქმე ისაა, რომ ნიკას კარგად წაუვიდა თამაში "ეთნიკოსში", ხშირად გააქვს გოლები, მისი სჯერათ და ეიმედებათ. ბოლო თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ სერიოზული არაფერია...

მოგეხსენებათ, ნიკა კონტრაქტით "როსტოვის" საკუთრებაა და "ეთნიკოსში" განათხოვრებით თამაშობს. სეზონის ბოლოს მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება გააკეთოს არჩევანი.

უახლოესი თვეების განმავლობაში, ჩვენი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ის "ეთნიკოსში" ითამაშებს, სადაც კარგად იციან მისი შესაძლებლობები. რადგან ჩემი ვაჟია, ზედმეტად არასოდეს შევაქებ, მაგრამ ერთი კი მინდა ვთქვა - მისთვის მთავარია, ფეხბურთი ითამაშოს, ფული არ აინტერესებს, ფეხბურთელი კი თამაშით იზრდება და ეს მან ძალიან კარგად იცის.

სხვანაირად რომ ეფიქრა, დარჩებოდა "როსტოვის" სათადარიგოთა სკამზე", - გვითხრა უფროსმა კაჭარავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli apkhaidze
კაია ამ სტატიას ვაისსაც თუ გადაუთარგმნით. არ მისცა ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება, მაკარიძეს საერთოდ აიგნორებს!
99999999999
ასე უნდა საქმის მიდგომას,სხვა ფეხბურთელებმა მხოლოდ მანქანა და ფული დაინახონ-მორჩენიდად მიაჩნიათ საქმე-შემდეგ ტურისტები ხდებიან.
შაკო
კვიპროსის, დანიისა და პოლონეთის ჩემპიონატები დაახლოებით ერთი დონეა
@David
ვერანაირად დავამატებ ჩემის მხრიდან ვერაფერს, ყოველმხრივ და სრულად გეთანხმებით შინაარსობრივად.
ზაზა
სწორი მიდგომაა. ბრავო კაჭარავებო.
David
ღმერთმა ქნას ყველა ქართველმა ფეხბურთელმა მის მსგავსად იაზროვნოს: ვეღარ შეიგნო უმეტესობამ, რომ თუ გინდა დიდი ფული მიიღო, აუცილებლად საინტერესო ფეხბურთელი უნდა გახდე და ამის გაკეთება პრაქტიკის და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის გარეშე შეუძლებელია
kika
მართებული გადაწყვეტილებაა.
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ივნისამდე სხვაგან - რატომ წამოვიდა "ეთნიკოსიდან" გუგა ფალავანდიშვილი
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
გუგა ფალავანდიშვილი: ჩემით რამდენიმე რუსული და კვიპროსული კლუბი ინტერესდება
ნიკა კაჭარავა - ისევ კვიპროსი თუ პოლონეთი?
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"დილაში" წარდგენიდან ერთ კვირაში გიორგი დარასელია "ეთნიკოსში" გადადიოდა?
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა