29 წლის ქართველი ნახევარმცველი შესაძლოა სათამაშოდ უკრაინაში დაბრუნდეს
თურქული "გიოზთეფეს" ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინაში კარგად ახსოვთ. 29 წლის ქართველ ფეხბურთელს "ფუტბოლ 24" თურქულ კლუბში ვითარებასა და უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნების შესაძლებლობაზე ესაუბრა.

სანდრო თურქეთის პირველი ლიგის კლუბში პოლტავის "ვორსკლადან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა. ნახევარი წლის განმავლობაში მან 17 მატჩში ითამაშა და "გიოზთეფეს" სუპერლიგაში აღზევებაში დაეხმარა, თუმცა ახალ სეზონში სათამაშო პრაქტიკის გარეშეა.

- თურქულია მედია: სანდრო კობახიძემ "გიოზთეფე" მწვრთნელის გადაწყვეტილებით დატოვა

- სანდრო, რა ხდება შენს გუნდში? რატომ აღარ თამაშობ მას შემდეგ, რაც "გიოზთეფე" თურქეთის სუპერლიგაში აღზევდა?

- ზაფხულში გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელმაც 15 ტრანსფერი განახორციელა. წარმოიდგინეთ, ამდენი ახალწვეული! ახალი მწვრთნელი თავის გუნდში ჩემს ადგილს ვერ ხედავს. ფეხბურთში ასე ხშირად ხდება. ვერ ვჯდები მწვრთნელის გეგმებში და ამიტომაც მალე შევიცვლი გუნდს.

- მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობთ?

- არ მსურს იმ გუნდში ვარჯიში, სადაც არ ვუნდივარ. რა აზრი აქვს, თუ მაინც არ ვჭირდები. ახლა უფრო დოკუმენტებზე ვმუშაობ, მოლაპარაკებებს ვმართავ კლუბთან, რათა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვო.

- და დათანხმდებიან თავისუფალი აგენტის სტატუსით შენ გაშვებას?

- სწორედ ამაზე ვთათბირობ კლუბის ხელმძღვანელობასთან.

- უკრაინის ჩემპიონატს თუ ადევნებ თვალ-ყურს და ხომ არ არის იქ შენი დაბრუნების ვარიანტი?

- დიახ. გუშინ "ვორსკლასა" და "მარიუპოლის" თამაშს ვუყურე. ჩემი ყოფილი კლუბი დამაჯერებლად გამოიყურება და ქულებს აგროვებს. სასიამოვნოა სატურნირო ცხრილის ცქერა.

უკრაინაში დაბრუნებას რაც შეეხება, ამ ქვეყნის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბიდან მაქვს შემოთავაზება. ახლა ყველაფერი მოლაპარაკებების დონეზეა. სანამ "გიოზთეფესთან" კონტრაქტს არ გავწყვეტ, იქამდე ვერ გავამხელ იმ კლუბებს, რომლებიც მიწვევენ.

afskfs
გიოზთეფეც იწუნებს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელს, ამაშია მთელი უბედურება. სახლში არ ვარგოდა გარეთ გარბოდაო ამაზეა. ჩამოდი და ითამაშე ეროვნულში
zuriko
არ ვივარჯიშებო ღადაოობთ რას ამბობს ვარჯიშს რაა აზრი აქვსო:D:D:D
tngh
სანდრო!!! სასწრაფოდ დაბრუნდი საქართველოში და დაიწყე თამაში ეროვნულ პირველობაზე... ეს ბოლო შანსია და ხელიდან არ გაუშვა...
სოსო
უთამაშებელი და უვარჯიშებელი, ვის რად უნდა?არ მესმის, რატომ არ ვარჯიშობს.
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
სანდრო კობახიძე პოლტავას "ვორსკლაში" დაბრუნდა
სანდრო კობახიძე: "გიოზთეფე", თავისი დონით, სუპერლიგის მასშტაბის გუნდია
სანდრო კობახიძე: თუ ხალხი მოვა, ფეხბურთელებსაც გამოგვივა ფრთები...
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
სანდრო კობახიძემ "გიოზთეფე" დატოვა
სანდრო კობახიძე: ცხადია, "გიოზთეფეში" დარჩენა და სუპერლიგაში თამაში მსურს
ძალიან ფასეული შენაძენი - უკრაინელები სანდრო კობახიძეს აქებენ
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ალექსანდრე კობახიძე: შეიძლება "არსენალი" ფიქრობს, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"მერანიდან" უკრაინის პრემიერლიგაში - ანდრო გიორგაძე "ვორსკლაში" ითამაშებს
თურქულია მედია: სანდრო კობახიძემ "გიოზთეფე" მწვრთნელის გადაწყვეტილებით დატოვა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა