ქართველი ქალი რეფერი ნინო ელოშვილი ივნის-ივლისში რაგბი ევროპის 4 ტურნირს იმსაჯებს.

ივნისში მას ქალთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ტურნირი ელის – 7-9 ივნისს ხორვატიაში (მაკარსკა) და 28-30 ივნისს გერმანიაში (ჰამბურგი). 6-8 ივლისს ის საფრანგეთში, სტრასბურგში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე (7-ქალა) იმსაჯებს, 12-14 ივლისს კი უნგრეთში, ბუდაპეშტში ქალთა რაგბი ევროპის ალაფაზე.

მანამდე ის 1-2 ივნისს თბილისში, „ხვამლი არენაზე“ თბილისის 7-კაცას იმსაჯებს, რის შემდეგაც გეზს ევროპისკენ აიღებს:

„შარშან რაგბი ევროპის ორ ტურნირზე ვიყავი მიწვეული – ქალთა ჩემპიონატზე და 18-წლამდელთა ჩემპიონატზე, წელს კი უკვე ოთხ ტურნირზე მიმიწვიეს, რაც სტაბილური განვითარების შედეგია. აქამდე ჩატარებულ ტურნირებსა თუ თამაშებში, რაგბი ევროპის მსაჯთა ხელმძღვანელისგან ჟოელ დუმესგან ძალიან კარგ შეფასებებს ვიღებდი და ბედნიერი ვარ შრომა რომ მიფასდება“.

„რაგბი ევროპის ტურნირებს 2021 წლიდან რეგულარულად ვმსაჯობ და წელს ამ დანიშვნებს ზედმეტი ნერიულობის გარეშე შევხვდი. ვაპირებ, რომ სიამოვნება მივიღო უმაღლესი დონის რაგბის მსაჯობით და ჩემის მხრივ, ხელი შევუწყო დინამიურ თამაშებს“.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს და ჩვენს მასწავლებელ დევიდ მაკქიუს, რომლის დახმარების გარეშე ქართულ სამსაჯო კორპუსს ასეთი წინსვლა არ ექნებოდა. ჟოელ დუმე ყოველთვის სიამოვნებით აღნიშნავს ქართველი მსაჯების პროგრესს და ნდობას გვიცხადებს“ – აღნიშნავს ნინო ელოშვილი.

Rugby.ge

"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის