ჩვენ ვნახეთ ჯიგრიანი, თავდადებული და ხშირ შემთხვევაში - ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ ცხადია, გამოჩნდა ნაკლიც...
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში ორი ტური ჩატარდა და ფავორიტებიც გამოიკვეთნენ.

პორტუგალიასთან მოგება ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს უნარჩუნებდა, მაგრამ თამაშის დასაწყისში პირინეელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს და ჩვენებს საქმე გაურთულეს. აკაკი შულაიამ საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა და მეტოქეს რომ არ დაერტყა, ბურთი ფეხიდან აართვა. რუმინელმა არბიტრმა რადუ პეტრესკუმ მოულოდნელად პენალტი დანიშნა, რომელიც პედრო როდრიგესმა გოლად აქცია - 0:1.

პირველი არხის კომენტატორის შეცდომამ "ქართული ინტერნეტი" დაიპყრო [VIDEO]

არქიმანდრიტი ანთიმოზი: არც ნასვამი ვყოფილვარ და არც რუმინელი მსაჯი მიცემია

დევდარიანის გაწვრთნილებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს და მომენტი მომენტზე შექმნეს. 22-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა გიორგი ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ მცველს დაასწრო და დაარტყა, მეკარემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა. შემდეგ რეალური შანსი ჰქონდა ხარაიშვილს, მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

წონასწორობის აღდგენის მორიგი შანსი გიორგი თევზაძეს ოთარ კიტეიშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მიეცა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, ბურთი მიეღო თუ დაერტყა და მეკარეს ვეღარ აჯობა.

გოლი მაინც გავიტანეთ: კიტეიშვილის სახიფათო დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. "სტანდარტი" ლუკა ზარანდიამ შეასრულა, გოშთელიანმა ბურთს თავი დაახვედრა, ზურაბ მალანიამ კი კარში გააგზავნა - 1:1.

"გასახდელში გაყოლილი" გოლით შეგულიანებულმა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში მეტოქეს უფრო მეტი შემართებით შეუტია და 49-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც: ზარანდიამ გოშთელიანს შეტევა საჯარიმოში გაუგრძელა, მან კი ორ მცველს დაასწრო და ბურთს ფეხი წაჰკრა - 2:1.

გიორგი დევდარიანის შეგირდები უტევდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ. შესაბამისად, იმ მომენტში საბოლოო შედეგს ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ... ძალა აღმართს ხნავს. ჩვენებს დაღლა დაეტყოთ, მოედნის ცენტრში ადრინდელივით ვეღარ იბრძოდნენ და ამას მოჰყვა პორტუგალიელთა ორი გოლი - 2:3.

ასეთი კარგი ფეხბურთის შემდეგ წაგება დასანანი იყო. ჩვენებსაც ემოციებმა სძლიათ. პორტუგალიელები დროის გასაყვანად სიმულაციას მიმართავდნენ და ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ (ამ დროს თამაში შეჩერებული იყო) ზარანდიამ ბურთი მსაჯს გაუქანა, რასაც მეორე ყვითელი ბარათი და ავტომატურად "წითელიც" მოჰყვა.

მოკლედ, ამ წაგებით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

წაგების მიუხედავად, ხალხმა დევდარიანის ბიჭებს ტაში დაუკრა. ჩვენ ვნახეთ ჯიგრიანი, თავდადებული და ხშირ შემთხვევაში - ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ ცხადია, გამოჩნდა ნაკლიც - თუნდა ის, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა გუნდის ფიზიკური მომზადება.

სამუშაო ბევრია, მაგრამ ნათელია, რომ ამ ბიჭებს პერსპექტივა აქვთ.

U19. ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. II ტური

31.05. თბილისი, "მიხეილ მესხი". 3 000 მაყურებელი

საქართველო-პორტუგალია. 2:3

გოლები: 0:1 პ. როდრიგეში (3-პენ), 1:1 მალანია (45. გოშთელიანის პასით), 2:1 გოშთელიანი (49. ზარანდიას პასით), 2:2 ფ. სილვა (70. მასედოს პასით), 2:3 ჟ. დიასი (76. ა. სილვას პასით)

საქართველო (5-4-1): გოშაძე - შულაია (75. მოხევიშვილი), მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე (62. ჩაბრაძე) - ზარანდია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე (72. კვირკვია) - გოშთელიანი.

სათადარიგოები: კუპატაძე, დუმბაძე, ჭანტურია, კერძევაძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

პორტუგალია (4-2-3-1): ჟოელი - ჟ. სილვა, ლიმა, ვერდასკა, ენრიკე - პ. როდრიგეში, ჰორტა - დალსიო (46. ფ. სილვა), რ. სანჩესი (56. ჟ. დიასი), მასედო (73. ა. სილვა) - ჟოტა.

სათადარიგოები: ჟოაო კოსტა, სერანო, ჟილსონ კოსტა

მწვრთნელი: ედგარ ბორგეში

გაფრთხილება: შულაია (33), ზარანდია (39), კიტეიშვილი (61), ჟილ დიასი (67), ჭანტურია (84), ალეშანდრე სილვა (84), ზარანდია (87), გოშთელიანი (88), ჟოტა (88)

გაძევება: ზარანდია (87. მეორე ყვითელი)

არბიტრი: რ. პეტრესკუ (რუმინეთი).

31.05. თბილისი, "მიხეილ მესხი" (სათ).

ესპანეთი-თურქეთი 5:0

გოლები: 1:0 პედრაზა (8), 2:0 ვალეხო (43), 3:0 მაიორალი (55), 4:0 ასენსიო (73), 5:0 მაიორალი (77).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 2 0 0 9-1 6

2. პორტუგალია 2 2 0 0 9-3 6

3. საქართველო 2 0 0 2 3-7 0

4. თურქეთი 2 0 0 2 1-11 0

ბოლო ტური

3 ივნისი, 17:00

პორტუგალია-ესპანეთი (მ. მესხი, სათ)

თურქეთი-საქართველო (მ. მესხი, LIVE I არხზე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dd
დაანებეთ ამ ფეხბურტს თავი მაინც არაფერი გამოდის
თემო
არც ერთი სიტყვა უამრავ განიავებულ მომენტზე.... გადამწყვეტ შემთხვევაში უცნაურ პასებზე ან მოძრაობებზე... საბოლოო ჯამში ამან წაგვაგებინა.
glaxuna
რა ჭირთ ქართველ ფეხბურთელებვერ გ ა ი გ ე თ ?!... როცა დაიწყებენ უკან პასის მიცემას,ანუ ფსიქიკურად მოეშვებიან...ა გ ე ბ ე ნ, ა კ რ ძ ა ლ ე თ უკან პასი და ჩაუდეთ ბუნებაში...იგებ 10 ნოლს?! უნდა მოიგო 15 ნოლო,ანუ მ უ დ ა მ ბრძოლა მთელი 90 წუთ, ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ი სიმტკიცე, და გაცილებით მეტი ფიზიკური ვარჯიშები,ანუ ფ ი ზ ი კ უ რ ა დ ძლიერები, ქართველი ფეხბურთელი უნდა შ ე ი ქ მ ნ ა ს ათლეტები და შედეგებიც იქნება... რადგან ბუნებრივად გვაქვს ტექნიკაც,სისწრაფე,ბურთის ფლობის კულტურა... ანუ მუდმივი ს ე მ ა რ თ ე ბ ა მოედანზე!!!
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U17. თორნიკე კვარაცხელიამ რუმინეთსაც გაუტანა - საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"საბურთალოს" ფეხბურთელი იჯარით გორის "დილაში" ითამაშებს
"საბურთალო": გურამ გოშთელიანი ისრაელში მკურნალობს
"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
შულაია თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"საბურთალო" ბულგარულ შეკრებაზე ადგილობრივ "მონტანასთან" ფრეს დასჯერდა
უმაღლესი ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბი უმკაცრესად დასაჯა
ქართველი ფეხბურთელის სოლიდარობის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
csakfoci.hu: შულაია ტრანსფერზე უნგრულ კლუბს შეუთანხმდა
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება