ჟო-ვილფრედ ცონგა ათეულში დაბრუნდა
მამაკაცებმა გასულ კვირას ბოლოსწინა "მასტერსი" ითამაშეს შანხაიში. ამ სერიის მეხუთე ტურნირი მოიგო წელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელსაც ფენომენალური სეზონი აქვს.

ფინალამდე კი ჟო-ვილფრიდ ცონგამ მიაღწია. ამით ფრანგი "ჩემპიონთა რბოლაში" მეცხრე ადგილზე გადავიდა. და სწორედ ის გახლავთ მერვე პოზიციაზე მყოფი დავიდ ფერერის მთავარი მდევარი. თუმცა ესპანელის უპირატესობა თითქმის 1000 ქულას შეადგენს, ასე რომ, ლონდონში მოხვედრისთვის ბრძოლას ინტრიგა პრაქტიკულად არ გააჩნია. სხვათა შორის, გასულ კვირას ოფიციალურად საგზურები გაიფორმეს რაფაელ ნადალმა და ტომაშ ბერდიხმა.

ასე რომ, უკვე გარკვეულია ექვსი მონაწილე - ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი, როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, ტომაშ ბერდიხი და რაფაელ ნადალი. დიდი ალბათობით, ორ დარჩენილ საგზურს მიიღებენ კეი ნიშიკორი და დავიდ ფერერი.

ფინალში გასვლამ ცონგას საშუალება მისცა ATP-ის კლასიფიკაციაში ხუთი ადგილით მაღლა ასულიყო და მეათე პოზიციაზე დამკვიდრებულიყო. ათეულში ერთი კვირა ყოფნის შემდეგ, იქიდან გამოვარდა კევინ ანდერსონი. მაგრამ რეიტინგში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ სამხრეთაფრიკელს კიდევ ექნება ელიტაში დაბრუნების შანსი. ბერნარდ ტომიჩმა რამდენიმე კარგი მოგებით დაგვამახსოვრა თავი, რითაც პირადი რეკორდი განაახლა - მე-18 ადგილზე გადავიდა.

ფედერერისა და მარეის ბრძოლა მეორე ადგილისთვის ძალიან მალე დასრულდა, რადგან როჯერმა უკვე სასტარტო მატჩში წააგო ალბერტ რამოსთან. ენდიმ კი ნახევარფინალამდე მიაღწია და გარკვეული მანძილით გაექცა შვეიცარიელს.

რაც შეეხება ამ კვირას, სერენა უილიამსი დაკარგავს 1340 ქულას და მისი რეიტინგი 10 ათას ქულაზე ქვემოთ ჩამოვა, მაგრამ სხვაობა კონკურენტებთან მაინც დიდი იქნება. 370 ქულა დააკლდება მარია შარაპოვას და შესაბამისად, წინ გაუშვებს გარბინ მუგურუსას. ესპანელი კარიერაში პირველად გახდება მესამე ჩოგანი.

ბევრს დაკარგავენ ანა ივანოვიჩი და კაროლინ ვოზნიაცკი. ორივენი ხუთი საფეხურით დაეშვებიან ქვემოთ და მეორე ათეულის ბოლოში აღმოჩნდებიან. თუ მოსკოვში ფლავია პენეტა ნახევარფინალში გააღწევს, მას ექნება შანსი კარიერაში პირველად შევიდეს ტოპ-ხუთეულში.

მამაკაცებს ქულები გამოაკლდებათ ბაზელისა და ვალენსიას ტურნირებისთვის. 500-500 ქულას დაკარგავენ ფედერერი და მარეი. 300 ქულა ჩამოაკლდებათ დავიდ გოფენსა და ტომი რობრედოს. ამ კვირას ისინი არ თამაშობენ, მაგრამ თუ გოფენი მხოლოდ ორ პოზიციას დაკარგავს, რობერდო ერთბაშად ათი ადგილით დაეშვება ქვემოთ.

გარდა ამისა, ამ კვირას გაგრძელდება ბრძოლა ტოპ-ათეულისთვის ცონგასა და ანდერსონს შორის. ორივენი ვენაში თამაშობენ. მათ ბრძოლაში შეიძლება ჩაერიონ რიშარ გასკე და ჯონ ისნერი.

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 785

2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 750

3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 430

4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 630

5(5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 840

6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 705

7(7). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 330

8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 3 805

9(9). მილოშ რაონიჩი (კან) 2 820

10(15). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 590

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ორმაგ ტრანსფერთან ახლოს - "ლივერპული" პსჟ-იდან შემტევებს იმატებს
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...