ქართველი მწვრთნელი დებიუტით კმაყოფილი დარჩა
30 ივნისს შოთა არველაძის ოფიციალური დებიუტი შედგა თელ-ავივის "მაკაბიში" - მისმა გუნდმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე 3:0 დაამარცხა სლოვენიური "გორიცა" და ცალი ფეხით მეორე ეტაპზეა.

მატჩის შემდეგ არველაძემ "მაკაბის" ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.

"ჯერ კიდევ 8 კვირა რჩება სეზონის დაწყებამდე. ასე რომ, თამაში ძნელია. ერთი მხრივ, კარგია, რომ ოფიციალური მატჩი ასე ადრე გვაქვს, მაგრამ ასეთ თამაშებს მაინც წინასასეზონო ელფერი დაჰკრავს.

20 წუთი მაინც დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ნამდვილი მატჩი იყო და არა მორიგი ტესტი. მეორე ტაიმში ყველამ ნახა, რა შეგვეძლო. ბოლოს კი ტემპი დავაგდეთ, რადგან ასეთ ამინდში მუდმივად სირბილი წარმოუდგენელია.

ზოგადად, კმაყოფილი ვარ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და 10-დღიანი შეკრების გათვალისწინებით, ცუდად არ გვითამაშია.

ნოსა იგიებორმა დღეს შესანიშნავად ითამაშა, რადგან სწორ პოზიციაზე ირჯებოდა.

საპასუხო მატჩის არ გვეშინია, გავალთ და იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რაც შეგვიძლია. მთავარია, თამაშზე კონცენტრირებულნი გავიდეთ მოედანზე.

დღეს მაყურებლებმა 90 წუთის განმავლობაში არ შეწყვიტეს ბიჭების გამხნევება, ეს დიდებულია. სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო.

ხორდი კრუიფთან ერთად გუნდისთვის სასიკეთო ცვლილებებს ვგეგმავთ, გუნდში კარგი ფეხბურთელები მოვლენ.

რაც შეეხება იოსი ბენაიუნს, ჩვენ 25 ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მოედანზე მარტო 11 გადის. ყველამ უნდა აჩვენოს, რა შეუძლია, რომ დაიმსახუროს თამაში. დარწმუნებული ვარ, ბენაიუნი ამას შეძლებს. ის კარგად შრომობს", - განაცხადა შოთა არველაძემ.

ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
შოთა არველაძე "მაკაბიში", მილიონი დოლარი და შეხვედრა ალპებში
მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამდენი ხანია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ არ მინახავს
შოთა არველაძე: მომდევნო სამსახური ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი იქნება
არჩილ არველაძე: პირადად შოთას ჯერ არავინ შეხმიანებია
შოთა არველაძე: მსაჯმა ორმაგად დაგვსაჯა
შოთა არველაძე: სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩემი ახალი გუნდის ვინაობასაც შეიტყობთ
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
თემურ ქეცბაიას ახალი ვარიანტი - ქართველს ისრაელის საუკეთესო გუნდში იწვევენ
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
ხორდი კრუიფი "ბარსელონას" დატოვებს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"ქეცბაიაზე უკეთესი მწვრთნელი მე ვარ" - "მაკაბის" დამრიგებელი ქართველის შესახებ დასმულმა კითხვამ განარისხა
შოთა არველაძე: "მაკაბი" ან "ნეფთჩი", ორივე რეალურია...
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება