სანიოლი: დღეს აქცენტი ცვლილებებსა და მეტ დისციპლინაზე გავაკეთეთ

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან სტუმრად დამაჯერებლად მოგებული ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"როგორც ვიცი, ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში მის თამაშს, ალბათ, არ გავრისკავთ. ბოლო დროს გუნდში კარგი იყო და დღესაც კარგად ითამაშა.

ჩვენ გავარჩიეთ სომხეთის ნაკრების თამაში და ვიცოდით, მიქაუტაძეს თავისუფალი სივრცეები შეექნებოდა. მან ეს გამოიყენა და ისე ითამაშა, როგორც ამას ბოლო დროს კლუბში ვხედავთ. შემოდგომაზე სტარტი გვიჭირდა და დღეს აქცენტი ამის შეცვალასა და მეტ დისციპლინაზე გავაკეთეთ. ასეთ დროს საგოლე მომენტების გამოყენება
მნიშვნელოვანია. ამან თავდაჯერება შეგვმატა, მეტოქე კი გატყდა.

კაშიას არყოფნაში სიახლეებისთვის კარგი დრო იყო. დაცვითი ხაზის თამაშით კმაყოფილი ვარ. მეორე მატჩში რაღაცებს შევცვლი. ამის მიუხედავად იმედია, შეთამაშება იქნება".

ღვთისავარ ანთაძე სპეციალურად sportall.ge-სთვის ერევნიდან

მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველაფერი კარგი იყო.ერთი რაც ვერ გავიგე კვეკვესკირის საერთოდ თამაში იყო,დიდი პატივისცემის მიუხედავად აღარ შეუძლია ამ კაცს,ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავს.სისწრავე ისედაც არ ქონდა და ახლა მთლად დაკარგა.უამრავი შეცდომა დაუშვა,არადა ყველაზე გამოცდილია გუნდში და ასეთი შეცდომები რავიცი...ყველაზე სუსტი იყო აშკარად.თუ ახალ ნაკრებს,ახალი სტილით აშენებ იქ კვეკვესკირი რაში უნდა გამოგადგეს?მადლლბა ნიკას ყველაფრისთვის და მადლობა ბიჭებს დღევანდელი გამარჯვებისთვის.კლასში სხვაობა უზარმაზარინ იყო,ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან გაზრდილები ვართ.
Master
00:46 21-03-2025
3
ნაკრები იმდენად გაზრდილია, რომ კვეკვესკირის ადგილი იქ აღარ არის. გარდა ამისა, კარგად გამოჩნდა რომ გოგლიჩიძის ადგილი ძირითადშია. კაშიას პატივისცემის მიუხედავად, დროა, რომ ნაკრებიდან წავიდეს.
მამუკა
10:00 21-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული