ამ სტატიაში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა ფედერაციაში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდგომ.
დავიწყოთ თავიდან: რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ არჩევნების წინა პერიოდი, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა უძღვოდა.
არჩევნების დღეს დააკავეს საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელსაც სავარაუდოდ, ხმა რევაზ არველაძისთვის უნდა მიეცა.
საბოლოოდ, გობეჯიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღო, მაგრამ მისი ციხიდან გამოშვების შემდეგ არველაძე არჩევნებში
გობეჯიშვილის ნაცვლად არჩევანის უფლება "ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა მიიღო.
▶ არსებული ინფორმაციით, სფფ-ის ერთ-ერთი დელეგატი დაკავებულია
▶ არსებული მონაცემებით, გობეჯიშვილის ხმის გარდა, კობიაშვილი და არველაძე 17-17 ხმას აგროვებენ
▶ გეგა გობეჯიშვილი: ისევ იმ დროში ვცხოვრობთ...
საბოლოოდ, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ ყრილობაზე 33 დელეგატიდან ლევან კობიაშვილს მხარი 18-მა დაუჭირა, 15-მა - რევაზ არველაძეს, მამუკა კვარაცხელიას კი ხმა არცერთმა დელეგატმა არ მისცა.
▶ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!
კობიაშვილმა თავის წარმატებას არა მისი, არამედ ფეხბურთის გამარჯვება უწოდა. სფფ-ის პრეზიდენტად არჩევა მას რევაზ არველაძემ და თვით მიშელ პლატინიმაც კი მიულოცეს.
კობიაშვილის მოსვლის შემდეგ კი ფედერაციიდან თანამშრომლების წასვლა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი რევაზ არველაძის ცოლისდა სოფო თავართქილაძე გახლდათ.
გარდა თავართქილაძისა, სფფ, საკუთარი სურვილით, არველაძის რამდენიმე თანამოაზრემაც დატოვა. მათ შორის არიან ნიკა ჩხეიძე, დიმიტრი ბოკერია და გიორგი ხაჩიძე.
▶ რევაზ არველაძის ცოლის დამ სფფ-ში სამსახური დატოვა
ამის შემდეგ გამართულ ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა გენერალური მდივნის პოსტზე დავით მუჯირი წარადგინა, რომლის კანდიდატურა საბოლოოდ დამტკიცდა კიდეც.
▶ რა კრიტერიუმით შეარჩია სფფ-ის ახალმა თავკაცმა დავით მუჯირის კანდიდატურა?
კობიაშვილი ნელ-ნელა თავის გუნდს კრებდა და 2015 წლის 18 ნოემბერს მან სრულიად ახალი აღმასკომი დააკომპლექტა, სადაც ძველი წევრი მხოლოდ ქალთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო სორდია დარჩა.
▶ ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
22 ნოემბერს გამართულ აღმასკომის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე აირჩიეს.
▶ ნიკა ჯღარკავა: კატასტროფაა, როცა ფეხბურთში ბავშვების რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა
ლევან კობიაშვილმა ძველი ფედერაციის საქმიანობა გაიხსენა. მისი თქმით, სფფ-ში მოსულს ვალები დახვდა და ასევე, ხელფასს იღებდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ.
▶ ლევან კობიაშვილი: სფფ-ს ვალები აქვს ბანკთან, უეფასთან და კონტრაქტორებთან
▶ ლევან კობიაშვილი: ხელფასს იღებენ ისეთები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ
ამის შემდეგ კი იყო კახა ცხადაძის მოხსნა. როგორც თავად სფფ-ის პრეზიდენტი აღნიშნავდა, ამის მიზეზი დიდი ხელფასი იყო. ცხადაძე ამ ყველაფერს დღემდე დიდ სპექტაკლს უწოდებს.
▶ ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
▶ "სპორტის მინისტრმა პირადად მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო"
▶ კახა ცხადაძე: მინდა გულშემატკივარმა იცოდეს ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს...
მაშინ ლევან კობიაშვილმა კახა ცხადაძის მოხსნა ასე ახსნა:
▶ ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა
სფფ ახალი მწვრთნელის ძებნას შეუდგა. გაიჟღერა რამდენიმე გვარმა, მათ შორის გერმანელი ფოლკერ ფინკე და შოთა არველაძე იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ "ჯვაროსანთა" გაძღოლა 2016 წლის მარტში ვლადიმირ ვაისს მიანდეს.
▶ ახალი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი - მისწრება საქართველოს ნაკრებისთვის?
მაშინვე წავიდა იმაზე საუბარი, თუ როგორი კონტრაქტი გაფორმდა ვლადიმირ ვაისთან და რა პირობები ექნებოდა მას.
კობიაშვილმა აღნიშნა, რომ პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ნაკრების თავკაცს ექნებოდა ხელფასი + ბონუსი.
სლოვაკმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ საქართველოში ფულის საშოვნელად არ ჩამოსულა.
▶ "პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი"
▶ [დღის თემა] ვლადიმირ ვაისი: აქ ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ
ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველოს ნაკრებმა მოუმატა თუ მოუკლო, თავად განსაჯეთ, მაგრამ ესპანეთთან გამარჯვება, რომელიც "ჯვაროსნებმა" 2016 წლის 7 ივნისს მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს, ალბათ, არასოდეს დაგვავიწყდება.
▶ ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
▶ უცხოური მედია: "მშიშარა ესპანეთი და საქართველოს პრესტიჟული მოგება"
▶ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]
აუცილებლად არ უნდა დავივიწყოთ ლევან კობიაშვილის გვერდში დგომა აკაკი დევაძისადმი. კობიაშვილმა პირადად დაიწყო თანხის შეგროვება, რამაც ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
▶ იმედი გაჩნდა - სფფ-ის პრეზიდენტი და ვეტერანები აკაკი დევაძეს მარტო არ დატოვებენ!
▶ აკაკი დევაძე: მადლობა კობის, გახოკიძეს და ყველას!..
2016 წლის ოქტომბერში გაზეთმა "ლელომ" სპორტულ ჟურნალისტებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ როგორ შეაფასებდნენ სფფ-ის 1-წლიან მუშაობას.
▶ მასშტაბური გამოკითხვა - სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობის ერთი წელი მედიის თვალით
2017 წლის ქართული ფეხბურთის გეგმები სფფ-მ ქობულეთში დასახა, სადაც კლუბების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
▶ როგორი იქნება 2017 წელს ქართული ფეხბურთი? სფფ-მ და კლუბებმა ქობულეთში იბაასეს
სფფ-ს აუცილებლად პლუსში უნდა ჩავუწეროთ ფეხბურთის გაშუქების საკითხი. დღეს ქართველ გულშემატკივარს არა მარტო ეროვნული ლიგის, არამედ ეროვნული ლიგა 2-ის თითქმის ყველა თამაშის ხილვა შეუძლია.
ამას გარდა, შეიქმნა საიტი, სადაც საქართველოს ჩემპიონატის პირველი და მეორე ლიგის შესახებ თითქმის ყველა ინფორმაციაა შესული, რაც დიდი ფუფუნებაა.
ცალკე საკითხია და ასევე აქტივში შესატანია მოედნების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ასევე სფფ-ის ორგანიზებით მიმდინარეობს.
დღეს ეროვნულ ლიგაში არაერთი გუნდი ასპარეზობს, რომელიც საკუთარი მოედნის რეაბილიტაციის გამო სხვა სტადიონზე თამაშობს.
ძალიან კარგია და უახლოეს მომავალში ალბათ, ასეც იქნება, რომ საქართველოს ჩემპიონატში ყველა გუნდს კარგი მოედნის საფარი ექნება.
სასიხარულოა, რომ საბოლოოდ კარგად დასრულდა სფფ-ისა და "ზესტაფონის" საკითხი და იმერლები რეგიონალლიგაში იასპარეზებენ.
ფეხბურთის ფედერაციას აქვს ასევე თავისი საფეხბურთო აკადემია, სადაც ბავშვებს შესანიშნავი პირობები აქვთ, რათა თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოაჩინონ.
კობიაშვილის დროსვე შეიცვალა ეროვნული ლიგის ფორმატი, რამაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოს ჩემპიონატს დამატებითი ელფერი შესძინა.
აქვე ვთქვათ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდზე, რომელიც გუნდებს ძალიან ეხმარება და მათ არსებობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.
უკანასკნელი აქტივობა, რაც ფეხბურთის ფედერაციამ დაგეგმა და შეასრულა, ეს ბელიაშვილის ქუჩაზე გამართული ამხანაგური შეხვედრა იყო, რომლის ჩატარების ინიციატივითაც თბილისის მერი კახი კალაძე გამოვიდა.
კობიაშვილს სფფ-ის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ 1 წელზე ოდნავ მეტი დარჩა სამუშაო.
თქვენ როგორ შეაფასებდით სფფ-ის მუშაობას?
მოედნებია საჭირო და ბავშვებისთვის ფუფუნება არ უნდა იყოს ამ სპორტზე სიარული.
იმედია მოახერხებენ და ფეხბურთს მასობრივს გახდიან, როგორც ამჟამად რაგბია...
ნაკრების პროგრესი აშკარაა... ფეხბურთი ცოტა უნდა იცოდე, რომ მიხვდე ამას. ვერ მოვიგეთ ოფიციალური შეხვედრები, არ ნიშნავს რომ წინსვლა არაა.
ევროპაზე თუ ვერ გავალთ, ე.ი. სხვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ფაქტია ამ თამაშის აღნიშვნით ნამიოკი" გაკეთდა დიად მომავალზე, მოკლედ ჩემპიონები ვხვდებით მგონი ევროპის თუ მსოფლიოსი ვეღარ გავარკვიე.